ამის წინ ვუყურე დისკავერზე გადაცემას, მართლა მაგარი კაცია

, რამდენიმე ინფოს დავამატებ:
1. ეს არის ძუძუმწოვარა , ყველაფრისჭამია ცხოველი , მაგრამ მას აქვს ის, რაც არცერთ სხვა ძუძუმწოვარებს არ აქვს, კისრის მალები 6-9 ( სხვა ყველა დანარჩენს 7 მალა აქვს, ადამიანსაც, ჟირაფსაც, თაგვსაც და დათვსაც) , მთელი შინაგანი ორგანოები გადაადგილებული აქვს, გული ხერხემალთან უფრო ახლოა, ღვიძლი შემობრუნებული და დიაფრაგმას არ ეხება, ელენთა და პაკკრეასი მარჯვნივ, შარდის ბუშტი უჩვეულოდ დიდი, ეს ყველაფერი საგონებელში აგდებს მეცნიერებს .
2. ჯუნგლებში ცხოვრება ადვილი არაა, როცა გარშემო ათასი დამშეული თვალი გიყურებს, ხოდა ბუნებამ ზარმაცას მისცა თავდაცვის საშუალება, მის ბეწვში ბინადრობს მთელი ფლორა და ფაუნა, წყლის მცენარეები, ბუზები, მატლები, ტარაკნები და კიდევ ათასი პარაზიტი, რის გამოც ეს ცხოველი იმდენად ყარს, რომ მასზე უბრალოდ არ ნადირობენ სხვა ცხოველები, ვერ ჭამენ

.
3. ზოგჯერ რომ კვდებიან, ასე რჩებიან ხეზე დაკიდებულები .
4 დაიწერა უკვე, იმდენად ზარმაცები არიან, რომ ხიდან ვარდებიან და არ ჩამოდიან

5. სახის შეფერილობის გამო, მას ცხოველის კარიკატურასაც უწოდებენ , დაღაცნაირად დაბოლილის შთაბეჭდილებას ტოვებენ

.
6. ზარმაცა დედამიწაზე ყველაზე ნელი ძუძუმწოვარია. ის დღეში სულ რამდენიმე მეტრს გადის. ზარმაცას ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაც ისე ნელა მიმდინარეობს, რომ ხეებზე მობინადრე, დეფეკაციისათვის მხოლოდ კვირაში ერთხელ ჩამოდის ძირს.
7. მიეკუთვნება იშვიათ ცხოველთა სიას.