
სამშობლო - დიდი ბრიტანეთი
ჯიშის გაჩენის დრო - მე19 საუკუნე
გამოყენება - კომპანიონი, მოდარაჯე
სიცოცხლის ხანგრძლივობა - 13 წელი
თუმცა დიდი ზომის გამო ერდელტერიერი არ შეესაბამება ფრანგული სიტყვა ”ტერიერის,, (ის რასაც მიწაში ჩასვლა შეუძლია) პირდაპირ მნიშვნელობას, სხვა დანარჩენში იგი ძაღლების ამ ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელია.
ძლიერი, ამტანი და ერთგული ერდელი დღეს გამოიყენება, როგორც პოლიციელი ძაღლი. იგი კარგი მოდარაჯეა, თუმცა დიდი ჩხუბის თავი. მისი თანდაყოლილი სიჯიუტე რომ არა, მისგან კარგი მონადირე ძაღლიც გამოვიდოდა.
ერდელტერიერის თავი ყურები და წვეი ყოველთვის წითურია. ხშირი უხეში, მავთულისებრი ბანალი აქვს. ძლიერ ყბებს წვერი და ულვაშები ამშვენებს.