
ე.ი. ვირთხების სამშობლო აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს, თუმცა ახლა ისინი მთელ მსოფილოში არიან, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე. მათ მიგრაციას ჯერ საზღვაო, შემდეგ კი სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებამ შეუწყო ხელი.
ისინი ხერხემლიანთა რიგის, ძუძუმწოვართა კლასის თაგვისებრი მღრღნელები არიან, მათ გვარსი კი თითქმის 60 სახეობაა, აქედან საქართველოში შავი და რუხია გავრცელებული.


ისინი ცხოვრობენ ცალ - ცალკეც და გუნდურადაც, არიან სინანთროპები, ადამიანის გარეშე, პრაქტიკულად ვერ ცხოვრობენ, ბუნებაში კი გუნდებად არიან დაყოფილები, სადაც დომინანტია მამრი. თითოეულ დაჯგუფებას მონიშნული აქვს 2000 კვადრატული მეტრის ფართობი.

თითო მამრს 3 - 4 მდედრი ჰყავს, რომლებიც წელიწადში 8 ჯერ იძლევიან შთამომავლობას და თითოელ ჯერზე ოცამდე წრუწუნას აჩენენ, რომლებიც თავიდან კი არიან ძალიან უსუსურები, მაგრამ 3 - 4 თვეში უკვე თავადაც მზად არიან შეწყვილებითვს, მშობიარობის შემდეგ, 18 საათში მდედრი უკვე მზადაა გასანაყოფიერებლად. გასათვალისწინებელია, რომ მოხუცებულბა მათ გამრავლებაში ხელს არ უშლით, უფრო მეტიც, რაც უფრო ხნიერია მდედრი, მით უფრო ნაყოფიერია.
ასეთი ნაყოფიერების მიუხედავად, მათი რაოდენობა საგანგაშოდ არ იმატებს უამრავი მტრის გამო.
კატები


ვირთხები რომ იშვიათი მავნებლები არიან, ეს ალბათ არაა ახალი ამბავი, ყველაფერი ცუდი, რაც ამ ქვეყნად არსებობს, მათაც შეუძლიათ რომ გააკეთონ.
არიან უამრავი ინფექციური დაავადების გადამტანები, სწორედ მათი, კონკრეტულად კი შავი ვირთხების დამსახურება იყო შუა აზიის შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც მსოფლიოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი გაანადგურა, საბოლოოდ შავი ვირთხები რუხებმა დაამარცხეს, ადამიანები უძლურები აღმოჩნდნენ მათ წინაშე.

This post has been edited by აღასპერი on 9 Sep 2007, 05:49