
ამ შესანიშნავი ძაღლის ექსეპრტების, კინოლოგების, მწვრთნელებისა და რიგითი მფლობელების დადებითი შეფასებები გულგრილად არავის დატოვებენ!

კანე-კორსო – ღონიერი, საკმაოდ დიდი ძაღლია, რელიეფური მუსკულატურით, მშვენიერი მოძრაობებით, ღრმა და განვითარებული მკერდით, ძლიერი და ტანადი კიდურებით. თავი ტიპობრივად მოლოსურია, ფართო, კარგად გამოხატული გადასვლით ცხვირის ხაზიდან შუბლზ

კანე კორსო, პირველ რიგში – დამცავი ძაღლია შესანიშნავი მუშა თვისებებით. გაწონასწორებული ფსიქიკა და დისციპლინირება გამოყოფენ კორსოს ძაღლებს სხვა დამცავ ჯიშებს შორის.

ანე კორსო ფლობს არაჩვეულებრივ პლასტიკას, ღონიერ ნახტომს და ელვისებურ შეტევას. თავდასხმელთა მიმართ კორსო ყოველთვის იქნება მრისხანე. დღე იქნება თუ ღამე, კორსო მუდმივად დაგიცავთ, ხოლო თუ იგი შავი შეფერილობისაა, მაშინ მეტად შემაშინებელი იერი გააჩნია. ძაღლი ერწყმის სიბნელეს და შეუმჩნევლად შეუძლია მიუახლოვდეს თქვენი სიმშვიდის დამრღვევთან.

ამ ჯიშის ძაღლების ხასიათის ძირითად თავისებურებებს მიეკუთვნება კანე კორსო (Cane Corso)სიფხიზლე, შეცდომის დაუშვებლობის უნარი, არა მხოლოდ გაბედულად, არამედ ფრთხილადაც ყოფნა. თუმცა, ძაღლის ხასიათის ფორმირებას ახდენს არა მხოლოდ ბუნება, არამედ აღზრდაც.

კანე კორსოს ფსიქიკის თავისებურება გულისხმობს მის დიდ მოთხოვნილებას ადამიანთან ურთიერთობაში. ამიტომაც, კორსო ცუდად იტანს ყურადღების არარსებობას და ჯაჭვზე ყოფნას. იგი საჭიროებს თავისუფლებასა და ადამიანური სითბოს დიდ რაოდენობას, რასაც ძაღლი სიყვარულითა და ერთგულებით უპასუხებს. კანე კორსო – ძალიან ლამაზი ძაღლია. სეირნობისას იგი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. სწრაფი მოძრაობების პლასტიკა (განსაკუთრებით შავი ძაღლის შემთხვევაში) მას პანტერასთან აიგივებს.

კანე კორსო (Cane Corso)ბუნებრივი გამძლეობის, ინფექციური ავადმყოფობებისადმი სიმტკიცე, ცხოვრების ნებისმიერი პირობებისადმი ადაპტირების უნარის წყალობით კანე კორსოს გამოყენება ნადირობის დროსაც შეიძლება.

კანე კორსო არაა მოჩხუბარე, მაგრამ აგრესიულ თანამოძმეს ყოველთვის გასცემს საკადრის პასუხს. სისუფთავე და სუნის არარსებობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს კანე კორსოს ყოლა როგორც ქალაქგარეთა სახლში, ისე ქალაქის ბინაში. ეს იდეალური სახლის ძაღლია. საკმარისია შეხედოთ კორსოს თვალებში და მის მიმართ გულგრილი არასოდეს დარჩებით.

ამჟამად, ევროპასა და ამერიკაში კანე კორსო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძვირ და პრესტიჟულ დამცავ ჯიშს.
ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა აიყვანოთ სწორედ კანე კორსო.
1. თუ გსურთ, რომ თქვენი ოჯახი და ქონება საიმედოდ იყოს დაცული, მაშინ კორსო – ნამდვილი ცოცხალი ფარი და ხმალია;
2. თუ თქვენ გყავთ პატარა ბავშვები, მაშინ კორსო გახდება მათი საუკეთესო ძიძა და აღმზრდელი;
3. თუ თქვენ უფრთხილდებით საკუთარ ჯანმრთელობას, გარეგნობას და ეწევით აქტიურ ცხოვრებას (ველოსიპედი, სირბილი, ცურვა და ა.შ.), მაშინ კორსო სიამოვნებით იქნება თქვენს გვერდით;
4. თუ თქვენო ჰობი – თევზაობა ან ნადირობაა, კორსო სიხარულით შემოგიერთდებათ;
5. თუ თქვენ გყავთ სხვა ცხოველები – ძაღლები, კატები და ა.შ. – კორსო ღირსეულად შევა მათ “ხროვაში”.
© mydog.ge

ამ ძარLზე ვგიჟდები
მინდა მყავდეს

არ იცით ად შეილება ვიყიდო?
ძაააააალიან მოწმონს ოღონდ შავი მინდა
ან ვერცხლისფერი
This post has been edited by Hate_eternal on 17 Jun 2009, 01:01
მიმაგრებული სურათი