რთულია... პროპორციების დაცვაა საჭირო რომ კაი ხარისხის კომპოსტი გამოვიდეს

უნდა იყიდო ნამჯა...ქათმის სკლინტი... ტორფი,აურიო ერთმანეთში და დაასხა ბევრი წყალი.... ყოველ მეორე-მესამე დღეს უნდა აურიო და წყალი დაასხა... მარა ბევრი წყალის არ უნდა მოგივიდეს თორე დალპება ნამჯა.... მერე კირი უნდა მოაყარო და იმით აურიო...ეგ პროცედურა კეთდება 1 თვის განმავლობაში...
ნამჯაში დაიწყება ქიმიური რეაქცია და დაიწყებს ტემპერატურის აწევა...რაც მაღალი მით უკეთესი... 70 გრადუსამდე ადის ხოლმე...მერე ჭირდება პასტელიზაცია... ანუ მიკრობების დახოცვა.... ამ ყველაფრის მერე უნდა დაალაგო ნამჯა სტელაჯებზე და დათესო მიცელიუმი...
კაი რთული საქმეა
კომპოსტის მომზადება ხო რთულია? აი მერე მოვლა უნდა ნახო

ტემპერატურა უნდა იყოს უცვლელი და შენობის ყველა კუთხეში ერთანირი,ტენიანობა უნდა იყოს დაცული,ვინტილაცია უნდა იყოს მაღალ დონეზე... ეს პირობები...
დალშე კი სოკოს მორწყვა და რამე

გაზეთი ეფინება კომპოსტზე და ისე ირწყვება,უპროსწორედ ტენიანდება.... ხელოვნებაა რა
This post has been edited by -KiMi- on 17 Feb 2011, 20:15