PirateBadbadGirlრა დარტყმა, რა ყვირილი, რეებს ასწავლით?
გაეზრდება ''ისტერიჩკა'' ძაღლი და კბენა მერე ნახეთ
blblblხომ გითხარი არ წამოარტყა თქო, ხომ ხედავ შენს მიმართ უკვე სიჯიუტე და აგრესია აქვს.
ლეკვი პირველ რიგში უნდა გენდობოდეს და მერე ჰქონდეს ხათრი , რიდი თუ შიში (როგორც გინდა დაარქვი)
სხვანაირად ვერ იმეგობრებთ.
მე გირჩევ შეცვალო მეთოდი. კი არ გაუბრაზდე, როცა რაიმეს არასწორს იზამს სასწრაფოდ სხვა რამეზე გადაუტანე ყურადღება და კვალი მოსპე. ცოტა ხანი ასე ქენი სანამ არ დაავიწყდება რომ უნდა გეჯიუტოს.
მე სპეციალისტი არ ვარ მაგრამ, არამგონია ვცდებოდე. უხეში და მკაცრი დასჯა ასეთი პატარა ჯიშის ძაღლთან მგონი ზედმეტია.
რა ვიცი შემოდიან აქ სპეციალისტებიც და ჰკითხე მათაც თუ არ გჯერა.
დატუქსე- არა ყვირილით არამედ მკაცრი ტონით.
გაებუტე და არ ეთამაშო რამდენიმე წუთი.
თუ შემთხვევით გიკბენს შეგიძლია წაიაფერისტო კიდეც, სცადე დაანახო ვითომ ტირი, მოფერებას დაგიწყებს, ძაღLი ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ხვდება პატრონის განწყობას
უნდა უყვარდე და გენდობოდეს, ხელის დარტყმით კი ამას დაკარგავ. ეყვარება სხვა ოჯახის წევრები და შენ მისთვის ბოლო ადგილზე იქნები
STRONGMAN 
გაიხარე, პატივს ვცემ შენნაირ ადამიანებს
ცემა არაფრით არ ვარგა, ცხოველის ცემას კი ადამიანის მირჩევნია, თავს მაინც დაიცავს.
ცხოველის დაჩაგვრა უარესი დანაშაულია.
არც ერთხელ არ დამირტყია ჩემი ძაღLისთვის, სულ მოფერებით მყავს გაზრდილი და მე კი არა სულ რომ ''მტერი'' შემოესიოს იმათ არ უკბენს, საერთოდ არ იცის კბენა რა არის და როგორ გამოიყენოს. დასცინიან კიდეც, ძაღლის მაგივრად კატა შემოგაჩეჩესო, ყველას ეტმასნება და ეფერება/
This post has been edited by agr_bak on 17 Jun 2009, 02:05