ყველას დიდი მადლობა ხალხნო
ნუ რა ვუყოთ, ცუდია თუ კარგი ესე ხდება ხოლმე.
დიდხანს გყავდეთ თქვენი მეგობრები თქვენს გვერდით და არავის დააჩაგვრინოთ.
მაგარი თბილი და ჯიგარი ტიპები არიან და თქვენც კარგად მოუარეთ და იმაზე მეტს მიიღებთ სამაგიეროდ ვიდრე გგონიათ.
ვიფიქრე ახალი ძაღლის მოყვანაზე, მაგრამ მალევე გადავიფიქრე, რაღაც არ ვიცი, არ მინდა, ღალატის პონტია თითქოს, არ ვიცი
ცოტა უცნაური ხასიათი მაქვს და მერე რა წამომივლის ეგეც არ ვიცი, მაგრამ კოკერს აღარასდროს მოვიყვან, ნუ ჯერ ესე მგონია, მერე ვნახოთ

ცოტა შეგაწუხეთ ალბათ ჩემი ამბებით, მაგრამ ისეთი პონტია რა, სახლში არაფერი მითქვამს, არც ჩემ მეგობრებთან ხოდა გინდა რა სადმე რომ თქვა, ხოდა ფორუმი ისეთი პონტია რა, ბევრი არ მიცნობს ამ განყოფილებაში და მეც ავდექი და დავწერე რაც იმ წამს თავში მიტრიალებდა, სულ ეს იყო, მეტი არაფერი

არავის შეწუხება არ მინდოდა, უბრალოდ შევეცადე რომ ემოციურად განტვირთულიყავი, სულ ეს იყო.
This post has been edited by D ! N O on 6 Apr 2008, 02:11