ძვირფასო სპანიელების მფლობელებო, შეგიძლიათ მომილოცოთ - დღეს სახლში შემომემატა ახალი ოჯახის წევრი - 2 თვის უსაყვარლესი კოკერ-სპანიელი. ასე რომ, შეგიძლიათ მიმიღოთ.

და რა თქმა უნდა, მჭირდება თქვენი რჩევები.
პირველ რიგში, მინდა შეგეკითხოთ კვებასთან დაკავშირებით - ვუყიდე მშრალი საკვები, მაგრამ ასეთი პატარა რომ არის ჯერ, შეიძლება ჩვეულებრივი სახით მიცემა თუ უმჯობესია წყალში ან მაწონში არევა?
ჯერ ამაზე დამაკვალიანეთ და დანარჩენ საკითხებსაც მოგახსენებთ.
This post has been edited by Drakula on 6 Sep 2008, 23:55
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.