ისევ მე ვარ

ხომ არ მოგბეზრდათ ჩემი თევზების გაუგებარი დაავადება და ჩემი ჩაინიკური კითხვები?

ომნიპური რომ ჩავასხი გახსოვთ? არ უნდა ჩამესხა ეტყობა

, ბოციები ისევ დასუსტებულები არიან, და მამლაყინწას ისეთი წერტილები გაუჩნდა
ადრე რუსულად რომ დაავადების აღწერა დავდე, ცოტა განსხვავებებიც არის, თვალები გაუდიდდათ ძალიან და ჭამის მადა არ დაუკარგავთ.
მოკლედ, ეხლა გადაწყვეტილი მაქვს Hexamita ბაქტერიით გამოწვეულ დაავადებას ვუმკურნალო. ამისთვისო, იმ რუსულ წიგნში წერია, მეტრონიდაზოლი გინდათო, მაგრამ გვერდით დიმეტრიდაზოლიც იქონიეთ თუ იმან არ უშველაო. ეს წამალი კიდევ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფურანასთან ერთადო და ფურანასის დოზები წერია.
ეხლა კიდევ წავიკითხე, ჭამის მადა არ ეკარგებათო. და მთავარი: ეგ ბაქტერია 35 გრადუსზე კვდებაო, მარა ყველა თევზი ვერ უძლებს ამ ტემპერატურასო. ეს მამლაყინწა ერთხელ უკვე დამრჩა გამათბობელზე

და ვიცი რომ გაუძლო, ყველაზე მძიმედაც ეს არის, ხოდა გადავსვი ეხლა პაააწია აკვარიუმით გამათბობელზე. ამის მორჩენის ავანტურისტული იმედი გამიჩნდა

, მყავს კიდევ პაპუგაიჩიკი, ბალა, ბოციები, გურამები, თუ ესენი მაგ ტემპერატურას არ უძლებენ, ამთ სხვა მეთოდით ვუმკურნალებ

რა იცით თევზის უმტკივნეულო მოხარშვაზე?

კალომელი რა არის, ეგ მიეცით საჭმელთან ერთადო, მოკლედ, იმდენი რამე წერია, ეს თევზები როგორ ვერ უნდა გადავარჩინო!! ისე ისიც წერია, ჩვეულებრივ თევზი კვდებაო, მარა, თუ ამდენ ხანს არ მოკვდნენ ცოტაც მაცალონ რაა
This post has been edited by Gvalva on 7 Feb 2008, 00:07