მწყერი

მწყერი გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხდება თითქმის ყველგან მობუდარი ფრინველის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (გარდაბნის) ზოგჯერ ატარებს ზამთარსაც. ვერტიკალურად ვრცელდება 2200 მ-მდე.
ბინადრობს ველებზე, მინდვრებში, ახოებზე, მთათა კალთებზე, მდინარეთა ნაპირებზე, კულტურულ ლანდშაფტევში (ბაღი, ბოსტანი და სხვ.). არ ერიდება ადამიანის სამოსახლოს სიახლოვეს. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 9-15 კვერცს, კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 17 დღემდე. კრუხად ჯდება და მართვეთა აღრზდაზე ზრუნავს მხოლოდ დედალი. მწყრის ძირითად საკვებს შეადგენს მცენარეთა თესლები, ფოთლები, ნორჩი ყლორტები და კვირტები. ჭამს აგრეთვე მწერებს, ობობებს, მცირე ზომის ლოკოკინებს. ზოგჯერ დიდი რაოდენობით ანადგურებს კალიებს, ფარვანებსა და სხვა სახის მავნე მწერებს. სარეველა მცენარეთა თესლით კვებით მწყერს სარგებლობა მოაქვს.
იაპონელებმა მწყერი ათასწლეულის წინ მოიშინაურეს, საიდანაც სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ქათმისნაირ ფრინველთა შორის ყველაზე პატარაა მწყერი, რომლის წონა 90-120 გრამს შორის მერყეობს. მას საკმაოდ გემრიელი ხორციც აქვს. მისი ხორცი საუკეთესო საშუალებაა ქოლეცისტიტის და კუჭის წყლულის სამკურნალოდ.მწყერი სხვა ფრინველებთან შედარებით ნაკლებად ავადდება, ამიტომ მის კვერცხს მედიცინაშიც კი იყენებენ სხვადასხვა ვაქცინის დასამზადებლად. მწყრის კვერცხი შეიცავს ბევრ ამინომჟავას, მაკრო და მიკროელემენტს. მისი კვერცხი ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს.
ცნობილია მწყრის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში მოიპოვება ჩვეულებრივი მწყერი – Coturnix coturnix
მწყერი სანადირო-სარეწაო და სპორტული ნადირობის ობიექტია.
ცოტა რამ მწყერზე ნადირობაზე:
მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი მასობრივად ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეში მწყერი ემზადება გადასაფრენად და იგი დიდი რაოდენობით თავს იყრის გადაფრენის დიდ გზებზე, შავი ზღვის პირას და პატარა განშტოებულ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარე არაგვის, მტკვრისა და ალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გადაფრენის გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით.
ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ამ ფრინველზე ნადირობა თითქმის ყოველდღე შეიძლება დასავლეთ საქართველოში მხოლოდ იმ დღეებში ნადირობენ როდესაც გადაფრენისას მწყერების დიდი კოლონიები ცუდი ამინდების გამო ზღვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოდარებას.
დაწესებულია მწყერზე ნადირობის ნორმა ერთი ნადირობის დროს. მასზე ნადირობენ თოფით და მონადირე ძაღლით. დასავლეთ საქართველოს ზოგ ადგილებში (უმეტესწილად გურიასა და აჭარაში) შემორჩენილია ნადირობა დამჭერი ფრინველებით.
წყარო:
www.Monadire.Com მწყერის სხვა სურათების სანახავად და მისი ხსმის მოსასმენად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს
www.Monadire.Com ********************************************************************************************
ღალღა

ღალღა, მიეკუთვნება წეროსნაირთა რიგს. ტანად პატარა ფრინველია (სხეულის სიგრძე 27 სმ, მასა 150 გ). გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ზამთარს ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში ატარებს. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ღალღები სამხრეთისაკენ მიისწრაფვიან ნაწილობრივ გადაფრენით, მეტწილად კი ფეხით. ბინადრობს ნოტიო ველებსა და მინდვრებზე, რომლებიც მაღალი ბალახითაა დაფარული, ზოგჯერ ბუჩქნარებში, ყანებში.
საქართველოში ღალღა გვხდება თითქმის ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2100 მ – მდე.
ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაისში დევს 6 – 12 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 17 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, ჭიები, ლოქორიები, კულტურულ და სარეველა მცენარეთა თესლები.
ღალღა წარმოადგენს სპორტული ნადირობის ობიექტს. ფრენს უხალისოდ მაგრამ შეუძლია სწრაფად სირბილი. მისი ფრენის სიჩქარე მწყერის ფრენის სიჩქარესთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, ამიტომ მასზე ნადირობისას, როცა ფრინველი აფრინდება უნდა დავაცადოთ სასროლ პოზიციამდე მისვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავაცილებთ ან გავაფუჭებთ ფრინველს. აქვს ძალიან გემრიელი ხორცი. ამ ფრინველის მოსაპოვებლად საჭიროა 10 – 12 ნომერი საფანტი.
ღალღაზე ნადირობის სეზონი იხსნება აგვისტოს მესამე შაბათიდან!!!
სტატიის წყარო:
www.Monadire.Comღალღის სხვა სურათების სანახავად და მისი ხმის მოსასმენად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს
www.Monadire.Com ********************************************************************************************
კაკაბი - Alectoris graeca

კაკაბი მოიპოვება სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში, მცირე, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში, ჰიმალაიში.
საქართველოში კაკაბი გვხდება მთავარი კავკასიონის კედის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარისა და თრიალეთის ქედებზე. მობინადრეა. ვერტიკალურად ვრცელდება 3500 მ-მდე.
კაკაბი ბინადრობს მთათა კალთებზე, ხრამებსა და ხეობებში, მთა-გორაკიან ადგილებში, ზეგნებზე, ბუჩქნარით დაფარულ ადგილებში, ველებზე, ზოგჯერ ნათესებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხშირად ბუჩქის ძირას. აპრილში დებს 10-15 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 25 დღემდე.

კაკბის ძირითად საკვებს შეადგენს თესლები, კენკრა, ნორჩი ყლორტები და კვირტები. დიდი რაოდენობით იყენებს საკვებათ მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებს, ობობებს.
კაკაბი ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია. იგი სპორტული ნადირობის ობიექტია. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების განადგურებით.
ცნობილია კაკბის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება კავკასიური კაკაბი – Alectoris graeca caucasica
კაკაბზე ნადირობა აკრძალულია!!!სტატიის წყარო:
www.Monadire.Comკაკბის სხვა სურათების სანახავად და მისი ხმის მოსასმენად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს
www.Monadire.Com This post has been edited by mucianus on 2 Dec 2012, 21:14
www.Monadire.Com - ყველაფერი ნადირობაზე, თევზაობაზე და იარაღზე...