საშინელ მდომარეობაშია თბილისის ზოოპარკი.
ეგზოტარიუმში პირველად შევედი და გული დამეწვა - ამხელა გველები ერთ პატარა ტაშტში როგორ წვანან... კუ კი აკვარიუმიდან გაქცევას ლამობს.
საცოდავი სურიკატები ანაკონდას გვერდით - შეიძლება, ეს მიღებული პრაქტიკაცაა, მაგრამ ადგილი აქვს ძალიან პატარა.
მთელი ზოოპარკი ძველი და მოუვლელია, წყალდიდობის კვალი წაუშლელი.
ბევრი ცხოველი პატარა გალიებშია გამოკეტილი. წარმოვიდგენ, მე რომ მომიწიოს ასე ცხოვრება... მათთვის შემუშავებული გასართობებისა და აქტივობების გარეშე.
ვიცი, რომ ახალი ზოოპარკი შენდება.
იქ ჯერ არ ვყოფილვარ. როგორც ვიცი ამ კვირაში უნდა გაიხსნას, თუმცა ჯერ დასრულებული არაა. ამბობენ სრულიად დასრულებას მინიმუმ 2 წელი დასჭირდება, მაგრამ ნაწილობრივ გაიხსნება.
იმედი მაქვს ახალ ზოოპარკს საკმარისი დაფინანსება ექნება, რომ იქაურობა კარგად მოეწყო, რომ ცხოველებს კარგი პირობები ჰქონდეთ.
შესვლის საფასური გასაკვირად, ძალიან დაბალია. ეტყობა, ადმინისტრაცია მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებს ითვალისწინებს.
* * *
ეს კი ცნობისმოყვარე ლემური