ამ დილით მაჩეკი გახდა ვეტერინართან წასაყვანი - კბილმოტეხილი (ზედა მარცხენა ეშვი) დამხვდა რომ გავიღვიძე. არ ვიცი რა დაემართა. შეიძლება კარადიდან ვერ ჩამოხტა კარგად. მე და უფროსმა ბიჭმა წავიყვანეთ მანქანით. ის ვეტერინარი კიდევ იდიოტი დისტროფიკი გოგო იყო და ეტყობა კიდევაც შეეშინდა ამხელა მაჩეკი რომ დაინახა... სულ ხელები უკანკალებდა. მხოლოდ მეოთხე ცდაზე მოახერხა ამოძრობა. თუმცა იმან რა იცოდა მაჩეკი რა "დობრი" რამეა. საწყალს ისეთმა სიმწრის ოფლმა დაასხა რომ ლითონის მაგიდა სულ დაორთქლა ...
მოკლედ ის 2 აბი წამალი რაც გამოგვატანა რომ არა მე უფრო უკეთესად ამოვუღებდი იმ კბილს.
საწყალს 4 ცალი ეშვიდან ერთიღა დარჩა... ახლა ყოველ 8 საათში უნდა დავალევინოთ 1/4 აბი. ერთი წამოსვლის წინ გადავაყლპე და II-ს ჩემი ქმარი წავა სამსახურიდან ადრე და 6 სთ-ზე დაალევინებს.
ეტყობა მაჩეკს ისეთი "იხ ბინ ბალნოი" ეწერა სახეზე, რომ სახლის წინ ქუჩაში ვიღაც ქალი გამოელაპარაკა, მოეფერა და რომ გაიგო კბილი ამოუღესო ... აა, ნარკოზის ქვეშაა და იმიტომაა ასე წყნარადო... ნარკოზი რად უნდა მაჩიკას ისედაც "ცაკალელია" ...
მარგოც შეგნებულად იქცევა და არ "თეთქვავს" ... ჯერჯერობით
მიმაგრებული სურათი
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/