Rockwilderუბრალოდ იმიტომ გეუბნები, რომ მაქეთკენ კარგი პირობებია ასეთი თევზაობისთვის. რაც შეეხება თუ რა უნდა გქონდეს, ისეთი არაფერი პრინციპში... ნუ ჯოხი ხომ გაქვს, ასევე ალბათ "კატუშკაც", ჰოდა გაიარე ნებისმიერ სათევზაო მაღაზიაში, გინდაც ლილოში (თუ არ დაგეზარა, ეს ყველას სჯობს) და დაითრიე ერთი-ორი "ვობლერი" და ერთი-ორი "ქესთმასტერ"-ს რომ ეძახიან ეგეთი ბლესნა და ეგაა... აგერ დაგიდებ ფოტოებსაც.
უბრალოდ გადააგდებ ცოტათი შორს და ნელ-ნელა დაიწყებ დატრიალებას, ისე რომ სატყუარამ ნელ-ნელა იმოძრაოს... ამაზე გიჟდებიან მტაცებელი თევზები და ზოგი შესაჭმელად უტევს, ხოლო ზოგი კი უბრალოდ გასაგდებად - როგორ თუ ჩემს ტერიტორიაზე უცხო თევზი შემოვიდაო

და ნემსკავზე კბენისას კი იცი რაც მოსდის

...
რომ დაამუღამებ მაგარი აზარტულია მერე... ერთი ეგაა, აქეთ არაა ბევრი ადგილი მასე სათევზაოდ, მარა დასავლეთში იცოცხლე.
მიმაგრებული სურათი