ჰოოოოდა
მოკლედ ვისაც გსურთ თქვენს თუთოს ლაპარაკი ასწავლოთ, მაშინ გადაიკითხეთ ეს მოკლე ინსტრუქცია, რომელიც ვთარგმნე სპეციალურად თქვენთვის
თუთიყუშის გაწვრთნათუთიყუშისათვის ლაპარაკის სწავლების დაწყების წინ აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი ხასიათი და ემოციური მდგომარეობა. სასურველია ჩიტი წვრთნის დაწყებისას იყოს მშვიდ და გაწონასწორებულ მდგომარეობაში. ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, რომ ყველაზე ადვილად ბარტყი თუთიყუში სწავლობს ლაპარაკს, თუმცა კვლევებმა დაადასტურეს, რომ ეს ინფორმაცია არ არის სწორი და მოზრდილი თუთიყუშის სალაპარაკოდ გაწვრთნაც შესაძლებელია.
მომზადების სტადიები:
#1თუ თქვენს ოჯახში რეგულარულად იმართება ხოლმე საოჯახო სადილები, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს მეთოდი. მოათავსეთ თქვენი თუთიყუშის გალია სამზარეულოში ვახშმობის დროს და თქვენს თუთიყუშს შესაძლებლობა ექნება ყური დაუგდოს ვახშმის დროს გამართულ საუბრებს და აკრიფოს სხვადასხვა სიტყვები. ხანგრძლივი საუბრები და სამზარეულოს მშვიდი გარემო ზედგამოჭრილია თუთიყუშისთვის, რომ განავითაროს მიბაძვის მანერა. მშვიდ გარემოში მყოფი თუთიყუშები უფრო სწრაფად სწავლობენ ლაპარაკს, ვიდრე ისინი, რომლებიც დაძაბულ გარემოში, ხმაურიან ოთახში ან სახლში ცხოვრობს. გარდა ამისა, სამზარეულოში თუ სასადილოში დატრიალებული არომატები დამატებითი წამახალისებელი ფაქტორია თუთიყუშისთვის, რომ მოეწონოს სასადილოს თუ სამზარეულოს გარემოში ყოფნა, თავი მშვიდად იგრძნოს და კონცენტრაცია მოახდინოს ლაპარაკზე.
#2მეორე აუცილებელი მომენტი რაც უნდა გაითვალისწინოთ თუთოსთვის ლაპარაკის სასწავლებლად, არის კონტაქტი ადამიანებთან. ველურ ბუნებაში თუთიყუში ბევრ სხვა თუთიყუშთან საუბრობს, კონტაქტობს და ა.შ. ადამიანებთან ცხოვრებისას კი მისი მეგობრები და საკონტაქტო ობიექტები მხოლოდ ადამიანები არიან. ასე რომ, აუცილებელია, რომ ხშირად ეკონტაქტოს თუთიყუშებს ოჯახის არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე წევრი.
#3ყოველდღიურად თუთიყუშს უნდა ეკონტაქტოს რამდენიმე ადამიანი, მაგრამ როცა ლაპარაკის სასწავლებლად ვარჯიშებს უტარებთ, ოთახში მხოლოდ თუთიყუში და მისი პატრონი უნდა იყვნენ. თუთიყუში აუცილებლად უნდა იყოს ყურადღების ცენტრში ასეთი ვარჯიშის დროს.
#4კარგი კვება აუცილებელია თუთიყუშის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ასევე იმისათვის, რომ ლაპარაკის სურვილი ჰქონდეს და შიმშილით ან ვიტამინების ნაკლებობით არ იტანჯებოდეს. აუცილებლად დაუმატეთ თუთოს საკვებ რაციონს ახალი ხილი, ბოსტნეული, მინდვრის ბალახები (ისეთი, რომელიც არ ავნებს თუთოს).
#5- გამორთეთ ტელევიზორი, რადიო და სხვა ელ.ტექნიკური საშუალებები, რაც ყურადღებას უფანტავს თქვენს თუთოს.
- იპოვეთ სახლში ყველაზე წყნარი ადგილი და იქ ავარჯიშეთ თქვენი თუთო.
- სავარჯიშო ადგილი უნდა იყოს ნათელი და მზიანი.
ვარჯიშის პროცესიავარჯიშეთ თქვენი თუთო ადრე დილას ან გვიან საღამოს. ეს არის ის დრო, როცა ყველაზე ადვილად ითვისებს თუთო ლაპარაკს. ველურ ბუნებაში ასეთ დროს ყველაზე მეტს კონტაქტობენ და ჭიკჭიკებენ თუთოები.
აუცილებლად გამოიყენეთ პოზიტიური წახალისების მეთოდი. ანუ როცა თუთიყუში ზუსტად ან მიახლოებით გააკეთებს იმას, რაც თქვენ გსურთ ან თქვენ "სთხოვეთ", დააჯილდოვეთ მისი საყვარელი საკვებით. ეს მეთოდი კრიტიკულად აუცილებელია ვარჯიშისას. მას შემდეგ, რაც თუთოს ერთ რაიმე სიტყვას ან ქმედებას ასწავლით, ნახავთ, რომ სხვა ილეთების თუ ტრუკების გაკეთება გაცილებით ადვილი გახდება

*
მოიგონეთ ყველაზე ადვილად წარმოსათქმელი სიტყვა - სასურველია თუთოს სახელი ან რაიმე ნივთის სახელი.
*
ხმამაღლა და გარკვევით უთხარით თუთოს ეს არჩეული სიტყვა.
*
ყოველი ათი წამის განმავლობაში უმეორეთ თუთოს ეს არჩეული სიტყვა, სანამ თუთო რაიმე ხმას არ გამოსცემს (დაიყვირებს, დაიჭიკჭიკებს და ა.შ.).
*
როგორც კი თუთო გამოსცემს თქვენი არჩეული სიტყვის მიმსგავსებულ ბგერებს, მიეცით რაიმე საკვები თუთოს.
შემდეგ:
იმეორეთ ეს პროცედურა ხშირად და ყოველი მიმსგავსებული ბგერების წარმოთქმის სანაცვლოდ მიეცით თუთოს საჭმელი. თუ ხელმეორე ბგერის გამოთქმაზე უფრო ნაკლებად მიმსგავსებულად იტყვის, ვიდრე ვთქვათ წინაზე, არ მისცეთ საკვები. წაახალისეთ, რომ სულ უფრო და უფრო უკეთ მიამსგავსოს თქვენ მიერ ნათქვამ სიტყვას.
1-2 თვეში ტალღისებრი დაამუღამებს სიტყვებსო. ხოლო ჟაკოს არც კი სჭირდებაო ამდენი ჩალიჩი 
მოკლედ ამ მეთოდს გამოვიყენებ მე და ვნახოთ რა იქნება