aseaiseaდედა ვერ წაიყვანს !!!!!!!
პირველ რიგში ჯობია მონახო საიდან ჩამოვარდა და უკან შესვა ბუდეში
ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია
სამწუხაროდ ეხლა ვნახე შენი პოსტი უკვე 11 აგვისტოა და 8 დღე გავიდა
მეცხალია თუ ნამგალა მერცხალი????
მერცხალს თეთრი გული აქვს, ხოლო ნამგალა სულ შავია და უფრო დიდი
ისე მერცხლების გაფრენის ბოლო დღეებია

ჭამას და მოვლას რაც შეეხება
სასტიკად რთული მოსავლელია - ჭამს მხოლოდ მწერებს - დღეში 200-400 ბუზი უნდა იმის და მიხედვით თუ განვითარების რა სტადიაზეა ბარტყი
კიდე ცოტა წყალი უნდა - ჯობია ჭამის დროს მწერები წყალში დაასველო და ისე მისცე
ასევე შეიძლება ფუტკრებიც აჭამო - იყიდება ფუტკრის სახლში მარჯანიშვილის დასაწყისში არის. ვაგზლისკენ რომ მიდიხარ ცირკიდან - შუქნიშანს რომ გადახვალ მარცხენა მხარეს
1 ფუტკარი 5 თეთრი ღირს - მკვდარი ფუტკრებია - სამკურნალოდ გამოიყენება
მაგრამ ეს უკიდურეს შემთხვევაში - ჯობია ბუზი თან ახალი დახოცილი - თორე მერე ყროლდებიან

მე ნამგალა მერცხალი მყავდა ე.წ. common swift. ჩვეულებრივი მერცხილსგან რადიკალურად განსხვავდება
არცერთ შემთხვევაში არ გადააგდოთ ან გაისროლოთ გაფრენის მიზნით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
თუ ვერ გაფრინდება ჩამოვარდება და ფრთას დაიზიანებს - ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მოგიკვდებათ
ასევე მიწიდან ვერ ფრინდებიან
რამე მაღალზე უნდა ახვიდეთ ხელი მაღლა უნდა აიშვიროთ მინიმუმ 3 მეტრი უნდა იყოს მიწიდან
თვითონ გაფრინდება
ბარტყი გაფრენისთვის მზად თუ არის მიგახვედრებთ თვითონ. გაფრენის წინ ჭამას უკლებს და აქტიური ხდება - იწყებს ფორთხვას და თუ გარეთ გაიყვანთ გიჟდება და გაფრენას ცდილობს.
ნამგალა მერცხალის ბარტობის პერიოდი 35-55 დღეა იმის და მიხედვით თუ როგორ მოხდა ბარტყის განვითარება - ცუდმა ამინდმა ხომ არ შეუშალა ხელი და ა.შ.
მაგ: არცეთ შემთხვევაში არ შეიძლება ბარტყის გაჩვება წვიმიანი ამინდების დროს 3-4 დღე მაინც უნდა იყოს კაი პროგნოზი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ჯერ წონაში იმატებს - ადის ასე 50 გრამმამდე და მერე იწყებს დაკლებას - ბოლოს ჩამოდის 40-45 გრამზე. მაგ დროს გაფრენისთვის არის მზად
ჩვენს შემთხვევაში ბარტყი თავიდან 45 გრამი იყო და მერე 35-ზე ჩამოვიდა - ზომაშიც თითქოს პატარა იყო მაგრამ ძაან კარგად გაფრინდა
ჩვენ 3 კვირაზე მეტი გვყავდა - ეს იყო სასტიკი და გმირული შრომა პატარა ბარტყის გამოსაკვებად. ურთულესი რამაა ამდენი მწერის დახოცვა ვითუმეტეს როდესაც არავის არ აქვს სურვილი რომ მოგეხმაროს მერცხილს გადარჩენაში
This post has been edited by Tocadero on 11 Aug 2010, 11:46