ქუჩაში დავინახეთ პატარა თოლია,ვერ დაფრინავდა.დაიჭირა ჩემმა ქმარმა და ამოიყვანა სახლში.რომ დაგვეტოვებინა მანქანა მოკლავდა,შუა გზაზე დაფრატუნობდა პირდაპირ
დავათვალიერეთ და მარცხენა ფრთა აქვს დაზიანებული,სახსარში.გავაქანეთ მაშინვე ვეტერინართან და მანაც იგივე გვითხრა.აღნიშნა,რომ თვეები უნდა ამ ფრთის მორჩენას,მკურნალობას რომ ფრენა შეძლოს.
დავრეკეთ ცხოველთა დაცვის ცენტრში და ავტომოპასუხეზე დატოვა ვეტერინარმა ინფო,ხვალ მოაკითხავენ და წაიყვანენ.ვეტერნინარმა არ დაიტოვა,თუ გადაიხდით 40 ევროს ხვალამდე დავიტოვებთო.კატა მყავს ასაცრელი და ნამდვილად ვერ გადავიხდიდი ახლა გაუთვალისწინებელ 40 ევროს უბრალოდ ღამით დატოვებაში და წამოვიყვანე ისევ სახლში.იმედია ხვალ მოვლენ და წაიყვანენ.თუმცა მე დიდად მეეჭვება.
ხამსა მქონდა კატისთვის ნაყიდი და 6 ცალი პატარა ხამსები ვაჭამე.ძალიან მშიერია,უცებ გადასასნსლა 6 პაწუკა თევზი.
რა შეიძლება კიდევ რომ ვაჭამო?
საყინულეში გაყინული თევზი მაქვს და არ მინდა განაყინი ვაჭამო.
ნედლი თევზი აღარ მაქვს,იქნებ მივუსწრო თევზის მაღაზიას ღია და ვუყიდი.
თუ ვერ ვიყიდე,იქნებ მითხრათ,ხვამამდე რა ვაჭამო?
ისეთი საყვარელია და ისეთი თვინიერი
კატა რომ არ მყავდეს,დავიტოვებდი და გავზრდიდი,მაგრამ ვდარაჯობთ რომ არ უკბინოს,ისეა ჩასაფრებული,გამწარებული უთვალთვალებს,რომ დაიმარტოხელოს
თან იმხელაა თოლია,არ ვიცი სად დავაბინავო.გალია არ მაქვს,ამხელა გალია კი საკმაოდ ძვირი ღირს.ამიტომ გავატან ხვალ ცენტრიდან რომ მოვლენ.
რომ არ წაიყვანონ რა ვუყო?აზრზე არ ვარ.
ესეც თოლია
