ბოლოს როდის ითევზავე?
ჩვენ ერთხელ იცი რა ვქენით?

ძმაკაცის მამამ წაგვიყვანა მტკვარზე სულ ძალა ძალით ტყუილად მიდიხართ და მეც მაცდენთო.ნუ ჩაგვიყვანა მაინც და დავიწყეთ ტევზაობა..ვერაფერს ვერ ვიჭერტ,მე საერთოდ ყოველ გადაგდებაზე ზაცეპში ეხვეოდა და მიწყდებოდა..გაგიჟდა კაცი და მოხია საღამოს მოგაკითხავთ თქვენი თავი არამაქვსო..
ბიჯო იმენა გაგიჟებული ვარ,ხან ეკრანს ვისვრი ხან რას და ვერ ვიჭერთ რა.
გაიჩითა ტიპი 3 კილომდე ხრამული ყავდა ყიდიდა,ეგრევე ვეცით და წავიდა ვაჭრობა დაგვიკელი ნუ რააამბავია ქართველი არ ხარ და მასეთი ამბები..5 ლარი დაგვიკლო და 3 -ვე კილო ვიყიდეთ..იმ გამოსირებულმაც 20 ლარიანი და 5 ლარიანი იყო,სამჯერ დათვალა და 5 ლარიანი გაუვარდა და მტკვარში ჩაუვარდა..მოკლედ გავაგდეთ ის ტიპი ეს თევზი სადოკში ჩავყარეთ და მტკვარშო ჩავკიდეთ..
მოვიდა ჩვენი წამყვანი და გამტკნარებული სახეებით ვთევზაობთ ისევ,ვითომ ძაან მაგარი რიბაკები ვართ,ხმასაც არ ვიღებთ ისე ვართ საქმეში ჩართულები..მოვიდა ხმას არც მაგას ვცემთ და ამ დროს ძმაკაცმა დასვა რაღაც მტკაველის ხელა ამოუცნობი თევზი,მივედი მეც და დინჯათ სადოკის ამოღება დავიწყე და რო დაინახა იმდენი ხრამული შიგნით დაჯდა მანქნაში გავარდა და რო მოვარდა პივები და ცხელი ხაჩაპურები მოიტანა თან

უბანში რო ავდიოდით მაღაზიაშიც გაგვიჩერა და რომელ არაყს დალევთო,მოკლედ მაგრად დავაგოიმეთ

3 დღე ზედიზედ დავყავდით მტკვარზე და ამაოთ

ბოლოს ისევ გაგიჟდა ეკრანი გამომტაცა ესე არ უნდაო და გაისროლა დინებაში,მოედო რაღაცას ჩაუწყდა,მივაბით მეორე და ჩაკიდა აღარ ისროლა,ამოწია და მოაქვს და რას ვხდევა გახვეულია კაი მოზრდილი ძღრენი..ეს რა არისოი ვითომ ვერ მიხვდა რაც იყო და მეც თავი დავიყლევე გახრწნილი სასისკია თქო ალბათ და გვერძე გავედი

გინებით წამოგვიყვანა და იმის მერე მტკვარზე აღარც ვყოფილვართ