ახლა რაც შეეხება კონკურსს, მე ჩემს აზრს გაგიზიარებთ.
იდეა გადასარევია, მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა თუ დაიხვეწება შესრულების პირობები, კარგი იქნება. კერძოდ კი აი რა:
1. ვინც თანხმობას განაცხადებს მონაწილეობის მიღებაზე, უნდა დადოს ის ხუთი ლარი და ვიღაცა ერთმა უნდა ააგროვოს...
2. ვინაიდან ვირტუალურ სამყაროში ძალიან მარტივია ათასი მაქინაცია - მაგალითად ჩემს ფოტოზე რომ 2 კგ-იანი თევზია, ძალიან მარტივად მივაბავ 6კგ-იანს და ვიტყვი ეს დავიჭირე-თქო... წადი და ეძებე ახლა შენ, მართლა ჩემია თუ ნამამაძაღლარი

... (მე არ ვგულისხმობ მარტო ამ თემაში მპოსტველებს, ნებისმიერმა ფორუმელმა შეიძლება ასეთი რამ ქნას

). ამიტომ ასე რომ არ მოხდეს
____ა) ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი რომელიმე ერთ დღეს ყველანაირი ამინდის გათვალისწინებით ერთ კონკრეტულ ტბაზე.
____ბ) ან ჩავატაროთ მხოლოდ იმათ შორის, ვინც ერთმანეთს ასე თუ ისე ვიცნობთ და ერთად გვითევზავია.
____გ) ან მწარედ დავიგინოთ, იმ იმედით, რომ არავინ შეიწერს (მარა არამგონია ამან იმუშაოს

)
3. დაინიშნოს არა მეთევზე, მაგრამ თევზაობაზე გადამკვდარი გულშემატკივარი ადამიანი ამ კონკურსის მსაჯად

... და ფულიც მან აკრიფოს.
4. აუცილებლად უნდა დაზუსტდეს კონკურსის პირობები. ანუ საუბარია ერთ დაჭერილ დიდ თევზზე, თუ ნადავლის საერთო წონაზე? და ასე შემდეგ...
___ჩემი აზრით, 2 ყველაზე კარგი ვარიანტია - თუ კონკურსი ჩატარდა 2ა პუნქტის გათვალისწინებით, მაშინ პირობა შეიძლება განისაზღვროს ერთი და იგივე
___სახეობის თევზის საერთო ჯამური მაჩვენებლით... ანუ ვთქვათ დაიჭირე 3 ცალი 2კგ-იანი საზანი და ერთი 5კგ-იანი ამური, წესის მიხედვით, ჩაგეთვლება
___საზანის ჯამი, რომელიც უდრის 6კგ.
5. თუ 2ა პუნქტით ჩავატარებთ, მაშIნ აუცილებლად უნდა დაწესდეს ლიმიტი ჯოხების რაოდენობაზე
This post has been edited by Pendragon on 30 Jun 2008, 14:39