http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...hinishneba.htmlხვალ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება
19:05 03-10-2010
ხვალ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, ხვალ, თბილისის მერიასთან, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება საპროტესტო აქციას გამართავს.
აქციის მონაწილეები ცხოველთა დაცვას მოითხოვენ და ქალაქის მერიაში სპეციალურ მიმართვას შეიტანენ. ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე დაწესებულია საერთაშორისო კონგრესზე 1931 წელს აშშ-ში, ბუნების დამცველთა მიერ. ამ დღეს მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყანა აღნიშნავს. ბევრ ქვეყანაში 4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის მოთხოვნით აქციები იმართება.
ცხოველთა დაცვის დღე უკავშირდება წმინდან ფრანცისკ ასიზსკის, რომელიც ცხოველებსა და ფრინველებს ეხმარებოდა. იგი ითვლებოდა დედამიწაზე ცხოველების და ფრინველების მფარველად. ლეგენდის თანახმად, ფრანცისკს ველურ სამყაროსთან კონტაქტის წარმოუდგენელი ნიჭი ჰქონდა. ასიზსკი მორწმუნეებს შთააგონებდა, რომ ბუნებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ადამიანმა მას ზიანი არ უნდა მიაყენოს. ზუსტად მას მიაწერენ ისეთ მეცნიერულ განვითარებას, როგორიცაა ეკოლოგიური ეთიკა, რომელიც იხილავს ველური სამყაროს შიდა სიმდიდრეებს და ასწავლის ხალხს ყველანაირი ცოცხალი არსების მიმართ ჰუმანურ დამოკიდებულებას.
წმინდანის ფრანცისკ ასიზსკის გარდაცვალების დღე - 1226 წლის 4 ოქტომბერი ოდითგანვე ბევრგან აღინიშნებოდა, როგორც ცხოველთა დაცვის დღე, ხოლო 1931 წლიდან ცხოველთა დაცვის დღედ ოფიციალურად დაწესდა
* * *
13:30 სთ-ზე - საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება საპროტესტო აქციას გამართავს და თბილისის მერიას სპეციალურ მიმართვას გადასცემს.
საკონტაქტო პირი: თეიმურაზ წიქორიძე 893 322 159
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...20143&Itemid=43თბილისში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღინიშნავენ
თბილისი 16:21 - 03.10.10 "ჯი-ეიჩ-ენი"
ამობეჭდვა8 ზომა:
4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 3 ოქტომბერს, აღნიშნავენ თბილისშიც, ვაკის პარკის მთავარი შესასვლელთან და პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქართველოს ცხოველთა უფლებების კომიტეტი და უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აწყობს აქციას "გამკაცრდეს კანონები ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ".
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე დაწესებულია 1931 წლის 4 ოქტომბერს აშშ-ში, ბუნების დამცველთა მიერ საერთაშორისო კონგრესზე. ამ დღეს აღნიშნავს მსოფლიოს ცივილიზირებული ყველა ქვეყანა. ბევრ ქვეყანაში ამ დღეს იმართება აქციები ცხოველთა დაცვის მოთხოვნით.
http://www.ghn.ge/news-23697.html