სამშობლო: გერმანია
FCI- კლასიფიკაციის მიხედვით: ჯგუფი 2. პინჩერები, შნაუცერები, მოლოსები და შვეიცარიული საქონლიმრეკველი ძაღლები
სექცია 2. მოლოსები
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 76-86 მს; ძუ 71-81 სმ;
წონა: 54-90 კგ. ძუ 45-59 კგ.
სტანდარტის ნომერი: 235
წარმოშობის ისტორიაჯიშის წარმოშობის ჭეშმარიტი ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული. არსებობს ბევრი ლეგენდა თუ თეორეია, მაგრამ მათ რეალური საფუძველი არ გააჩნიათ. დანამდვილებით მხოლოდისაა ცნობილი, რომ გერმანული დოგი, როგორც ჯიში, გერმანიაში შეიქმნა რამდენიმე ასეული წლის წინ და რომ ის მოლოსების ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია.
ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს ძაღლები პირველად ახლო აღმოსავლეთში გაჩდნენ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 8000-14000 წლებში, სადაც იქაურ ფერმებსა და ნახირს იცავდნენ გარეული ნადირისაგან. სხვების აზრით, პირველი გერმანული დოგები ეგვიპტის, ასურეთისა და მესოპოტამიის სამეფო კარზე ცხოვრობდნენ და გამოიყენებოდნენ, როგორც საბრძოლო ძაღლები ომის დროს. ამ თეორიათა მომხრეები, როგორც წესი,იმასაც ირწმუნებიან, რომ ეს ძაღლები ძველ მსოფლიოში ფინიკიელებმა და ,შესაძლოა, ბერძნებმაც კი გაავრცელეს.
გერმანული დოგების წარმოშობის შესახებ ყველაზე გავრცელებული მოსაზრების მიხედვით ისინი მოლოსების_ბერძნული და რომაული საბრძოლო ძაღლების პირდაპირი შთამომავლები არიან. ბევრი ისტორიკოსი ირწმუნება, რომ მოლოსისებრი ძაღლები პოპულარულები დიდ ბრიტანეთში გახდნენ. ომში ისინი კელტების მხარდამხარ იბრძოდნენ და მოწინააღმდეგეს შიშისზარს ცემდნენ. რომაელები განაცვიფრა ამ ძაღლების ზომებმა, რომელთაც შეეძლოთ "ხარისთვის ხერხემალი გადაემტვრიათ". მათ დააწესეს ოფიციალური ვალდებულება "Procrator cynogie", რომელიც გულისხმობდა ხროვაში მონადირე ძაღლების ყიდვას. რომში ჩაყვანილ ძაღლებს ისინი არც თუ ჰუმანურად ეპყრობოდნენ: მათ კოლიზეუმის არენაზე ლომებთან და გარეულ ტახებთან აბრძოლებდნენ.
გარდა ამისა,ზოგიერთი მოსაზრების თანახმად, მოლოსების საერთო წინაპარი ტიბეტური მასტიფია, სხვები კი ამას კავკასიური ტომების_ალანების საბრძოლო ძაღლს მიაწერენ.
უცნობია, კონკრეტულად როდის გაჩდნენ მოლოსები ჩრდილო ევროპაში მობინადრე გერმანულ ტომებში. მცირე მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, რომ გერმანულ ტომებს მასტიფები რომის იმპერიაში შეჭრამდეც ყავდათ.ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანული დოგის წინაპრები გერმანიაში პირველად ჩვენს წელთ აღიცხვამდე 300-800 წლებში შეიყვანეს. ბევრი ისტორიკოსი ირწმუნება, რომ გერმანელებმა თავიანთი ძაღლები დიდი ბრიტანეთიდან წამოიყვანეს, ამგრამ უფრო სარწმუნოა ის მოსაზრება, რომ ეს ძაღლები ან რომის იმპერიიდან ან სხვა ბარბაროსული ტომებიდან მოიყვანეს. გერმანულმა ტომებმა დაიპყრეს და გაძარცვეს პრაქტიკულად, მთელი დასავლეთი რომის იმპერია, სადაც, როგორც ცნობილია, საკმაოდ დიდი რაოდენობით ყავდათ მოლოსის ტიპის ძაღლები. გარდა ამისა, მოლოსები ყავდათ სხვა ბარბაროსულ ტომებს, მაგ. ჰუნებს, რომელბიც ატილას მეთაურობით გერმანულ ტომებს ებრძოდნენ და ალანებს, რომელბიც გერმანული ტომების (განსაკუთრებით, ვანდალების) მჭიდრო მოკავშირეები იყვნენ.
გერმანულ ტომებში მასტიფებს განსხვავებული ფუნქცია ჰქონდათ. ევროპის ქვეყანათ უმეტესობაში ასეთი ძაღლები საბრძოლოდ და ქონების დასაცავად იხმარებოდნენ, გერმანელები კი მათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებსა და ნადირობისათვის იყენებდნენ. ამ დროისათვის გავრცელებული იყო პრაქტიკა,რომ მსხვილ რქოსან პირუტყვსა და ღორებს უმეთვალყურაოდ უშვებდნენ მინდორში. ადამიანთან მჭიდრო კონტაქტის გარეშე ისინი, პრაქტიკულად,ველურდებოდნენდა შეუძლებელი ხდებოდა მათი კონტროლი. მათ დასაჭერად კი მასტიფებს იყენებდნენ. ამ ძაღლების დიდი ყბები საიმედოდ იჭერდა მსხვერპლს, დიდი და მძლავრი სხეული კი საშუალებას იძლოდა შეეკავებინათ ყველაზე ძლიერი პირუტყვიც კი. ეს ძაღლები იმდენად ფართოდ გამოიყენებოდნენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სამწყემსად, რომ მათ ბულენბეისერებს (Bullenbeisers) ეძახდნენ, რაც "ხარების დამკბენს" ნიშნავს. გერმანელები მათ ნადირობისთვისაც იყენებდნენ. ბულენბეისერი გერმანელებისათვის ხელმისაწვდომი ერთადერთი ჯიშის იყო, რომელსაც შეეძლო გარეულ ტახს შერკინებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბულენბეისერს შეეძლო, როგორც სოფლად მუშაობა, ასევე_ნადირობა, ეს ორი სრულად განსხვავებული მუშაობის სფერო იყო და ორი სხვადასხვა ძაღლი ამ ყველაფერს უფრო კარგად გააკეთებდა. იმისათვის,რომ შეექმნათ ნადირობისათვის იდეალური მასტიფი, გერმანელებმა ბულენბეისერი მწევართან შეაჯვარეს. ცნობილი არ არის, როდის მოხდა ეს ზუსტად. ფიქრობენ, რომ ჩვენი წელთ აღრიცხვით 800-1200 წლებში. მწევრის სისხლმა დოგი გაცილებით უფრო სწრაფი და უფრო სპორტული გახადა. გაძლიერდა მისი მონადირის ინსტიქტიც. დავა მიდი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელ მწევარს შეაჯვარეს გერმანული დოგი. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით ეს ირლანდიური მგლისმგუდავი იყო. ოღონდ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ვინმე ასეთ იშვიათ და ძვირფას ძაღლს ირლანდიიდან გერმანიაში გამოაგზავნიდა. თანაც, ბოლო დრომდე, გერმანული დოგები არ იყვნენ ასეთი დიდი ზომისანი. ისინი უფრო დიდი როტვეილერებს ჰგავდნენ სიდიდით,ვიდრე_ირლანდიურ მგლიმგუდავებს. უფრო სარწმუნოა, რომ გერმანელებმა შეჯვარებისათვის პოლონური ჰარტი ან უნგრული აგარი გამოიყენეს.
ბულენბეისერისა და მწევრის მეტისი იმდენად დახელოვნებული მონადირე გამოდგა, რომ ის ცნობილი გახდა Boarhund-ის (ტახის მწევარი) სახელწოდებით. ეს ჯიში ძალიან პოპულარული გახდა გერმანელ არიტოკრატთა შორის. ძაღლს იმდენად აფასებდნენ, რომ მათ Deutsche Dogge-საც (გერმანული ძაღლი) უწოდებდნენ.
საინტერესოა, რომ ჯიშის ოფიციალური სახელწოდება Great Dane სრულიად შემთხვევით წარმოიშვა. 1700-იან წლებში ფრანგი ნატურალისტი გრაფი კომტე დე ბუფონი დანიაში მოგზაურობდა. სწორედ აქ ნახა მან პირველად ეს ჯიში და მას დიდი დანიური უწოდა, რადგანაც შეცდომით ჩათვალა, რომ ძაღლი წარმოშობით დანიიდან იყო. ბუფონის ნაშრომი ფრიად პოპულარული გახდა ინგლისში და იმ დღიდან გერმანულ დოგს ინგლისურ ენაზე Great Dane ეწოდება. სწორედ ამავე დროს ჯიშმა გავრცელება სხვა ქვეყნებშიც დაიწყო. 1700-იანი წლების ბოლოს დოგები გავრცელდნენ საფრანგეთში, ინგლისში, დანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. რამდენიმე ეგზემპლარი ჩაყვანილ იქნა კაიპტაუნშიც, სადაც მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს ბურბულისა და როდეზიული რიჯბექსი შექმნაში.
ამერიკული და ფრანგული რევოლუციების შემდეგ სოციალური ცვლილებების ტალღა მთელს ევროპაში გავრცელდა. გერმანულმა სამეფო კარმაც დაკარგა თავისი ტრადიციული ძალაუფლება. მომხდარმა ცვლილებებმა ბევრი ჯიში გადაშენების პირას მიიყვანა, რადგანაც დიდებულებს უკვე აღარ ჰქონდათ ძაღლების რჩენის საშუალება. თუმცა, გერმანული დოგი გადარჩა იმის შემდეგაც კი, რაც გერმანიაში ტყეები უმრავლესობა გაჩეხეს.
იმის გამო, რომ გერმანული დოგები სამეფო კარის ძაღლები იყვნენ, ისინი შედარებით (ოღონდ, რა თქმა უნდა არა სრულად) სუფთა სახით მოვიდნენ ჩვენამდე. თანაც ძაღლი კონკრეტული სამუშაოსათვის იყო შექმნილი და მასში გარეგნობაზე მეტად მუშაობის უნარს აფასებდნენ.
გერმანული დოგი გამოფენაზე პირველად 1863 წელს გაიყვანეს. იმ დროს ორი განსხვავებული ტიპის დოგი არსებობდა: ჩრდილო გერმანული დოგები მასიურები იყვნენ, მძიმე ჩონჩხითა და საკმაოდ მოკლე ფეხებით, სამხრეთული დოგები კი_უფრომსუბუქები და გრაციოზულები გახლდნენ.
1880 წესლ ორივე ტიპი ერთ ჯიშსი გააერთიანეს, რომელსაც ოფიციალურად უწოდეს Deutsche dogge. 1888 წელს გერმანიაში დარეგისტრირიდა გერმანული დოგების მოყვარულთა კლუბი,რომელიც ამ ჯიშის განვითარებითა და პოპულარიზაციით იყო დაკავებული. სწორედ ამ კლუბმა შექმნა ჯიშის თანამედროვე სტანდარტი და მოახდინა დეკლარირება, რომ "გერმანული დოგი გერმანიის ეროვნული ჯიშია."
წყარო:
http://www.easypetmd.com/doginfo/great-daneსხვა საიტები აღარ მახსოვს.
დანარჩენს მერე გავაგრძელებ.