სტანდარტითანამედროვე გერმანულ დოგს შეუდარებელი პროპორციები აქვს: ის მნახველებზე კეთილშობილი ქანდაკების შთაბეჭდილებას ახდენს. გერმანული დოგი აპოლონია სხვა ჯიშის ძაღლთა შორის!
გერმანული დოგი თითქმის კვადრატული უნდა იყოს. ეს პირველ რიგში, ხვადებს ეხებათ. თავი ჰარმონიულად ერწყმის საერთო სურათა. ის გრძელია, ვიწრო, შთამბეჭდავი, თლილი (განსაკუთრებით, თვალების ქვეშ). ცხვირი კარგად აქვს განვითარებული. ის უფრო ფართოა, ვიდრე_მრგვალი, დიდი ნესტოებით. ცხვირი უნდა იყოს შავი ფერის, გამონაკლისია მარმარილოსებრი შეფერილობის ძაღლები, რომლებშიც დასაშვებია ვარდისფერი ცხვირი შავი ლაქებით. შავად არის პიგმენტირებული ტუჩებიც, თუმცა, მარმარილოსებრ დოგებში დასაშვებია პიგმენტის სრული არქონა. გერმანულ დოგს კარგად აქვს განვითარებული ყბები და აქვს მაკრატლისებრი თანკბილვა.
თვალები საშულო ზომისაა, მრგვალი ფორმის. მისი შეფერილობა უნდა იყოს რაც შეიძლება მუქი. ცისფერ და მარმარილოსებრ დოგებში დასაშვებია უფრო ღია ფერის თვალები, მარმარილოსებრში კი_სხვადასხვაფერთვალიანობა.
ყურები მაღლაა დასმული, დაკიდებული, საშუალო ზომის. შესაძლებელია კუპირება სამკუთხა ფორმით.
კუდი მაღლაა დასმული, ფუძესთან ფართოა, ბოლოსკენ_ვიწროვდება. სიმშვიდისას ძირს აქვს დაშვებული, მოძრაობისას და აგზნებისას მაღლა სწევს,ოღონდ არა_ზურგის ხაზს ზემოთ.
ბეწვი ძალიან მოკლე, სქელი, გლუვი და მბზინავია.
შეფერილობის მიხედვით გერმანულ დოგებს ყოფენ 3 განსხვავებულ ჯგუფად: ირმისფერ-ვეფხვისებრი ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნებიან ირმისფერი და ვეფხვისებრი ძაღლები, შავ-მარმარილოებრი ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება შავი, ლაბადისებრი, მარმარილოსებრი, ნაცრისფერი მარმარილოსებრი და თეთრი შეფერილობები; მესამე ჯგუფში მხოლოდ და მხოლოდ ცისფერი შეფერილობაა.
განვიხილოთ სტანდართული შეფერილობები:ვეფხვისებრი
მოყვითალო-ოქროსფერ ფონზე მკვეთრად გამოხატული შავი ზოლები. სასურველია შავი ნიღაბი. ქუთუთოების კიდეები და წარბები შავია. შევი შეიძლება იყოს ყურები და კუდის ბოლოც. არასასურველია ძალიან იშვიათი ან ხშირი ზოლები, თეთრი ლაქა მკერდსა და თათებზე, შავი მკერდი, ჭუჭყიანი ნაცრისფერი შეფერილობის ზოლები.
ირმისფერი
მოყვითალო-ოქროსფერი შეფერილობა შავი ნიღბით. ქუთუთოების კიდეები და წარბები შავია. შავი შეიძლება იყოს ყურები და კუდის ბოლოც. უპირატესობა ენიჭება გაჯერებულ მოყვითალო-ოქროსფერს. ნაკლად ითვლება თეთრი ლაქა მკერდსა და თათებზე, ჭუჭყიანი ირმისფერი შეფერილობა.
ცისფერი
სუფთა მოცისფო-ფოლადისფერი შეფერილობა. დასაშვებია მცირე ზომის თეთრი ლაქები მკერდსა და თათებზე.
შავი
მბზინავი შავი შეფერილობა. დასაშვებია თეთრი ლაქები. ამავე ჯგუფს მიეკუთვნება ლაბადისებრი (Manteltiger) შეფერილობა, რომლის დროსაც სხეული თითქოს დაფარულია შავი ფერის ლაბადით, დრუნჩი, კისერი, მკერდი, კიდურები და კუდის წვერი კი, შესაძლოა იყოს თეთრი და პლატენი (Plattenhunde)_დოგები ძირითადი თეთრი ფონით და დიდი შავი, დისკის ფორმის ლაქებით.

ლაბადისებრი შეფერილობა
მარმარილოსებრი
ლაქებიანი შავ-თეთრი (Tigerdoggen)_ძირითად სუფთა თეთრ ფონზე უწესრიგოდაა გაფანტული არასფორი ფორმის შავი ლაქები. სასურველი არ არის ნაცრისფერი და მოყავისფრო ლაქების არსებობა.
არასტანდარტული შეფერილობებია:
1. თეთრი_თეთრი ძაღლი შავი პიგმენტის გარეშე მცირე ზომის შავი პიგმენტებით, როგორც წესი თავსა და ყურებზე;
2. ნაცრისფერი მარმარილო_იგივენაირია, როგორიც მარმარილოსებრი, ოღონდ ძირითადი ფონი ნაცრისფერია(ცისფერი). შესაძლოა, თეთრი ლაქების არსებობა.
3. Fawnequin - თეთრ ფონზე წითური ლაქები;
4. Brindlequin - თეთრ ფონზე ვეფხვისებრი ლაქები;
5. Bluеquin - თეთრ ფონზზე ნაცრისფერი ლაქები.
არსებობს სხვა, უფრო ნაკლებ გავრცელებული არასტანდარტული შეფერილობებიც.
ჯანმრთელობის პრობლემებზე მერე დავწერ....
* * *
ჯანმრთელობაგერმანული დოგი არ გამოირჩევა მაინც და მაინც კარგი ჯანმრთელობით. ჯიშისთვის დამახასიათებელია მთელი რიგი საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და დღეგრძელობითაც არ გამოირჩევა. გერმანული დოგის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 5-8 წელია. საკმაოდიშვიათია, რომ ჯიშის წარმომადგენლები 10 წლამდე და უფრო მეტხანს ცოცხლობდნენ. ჯანმრთელობის პრობლემები განსაკუთრებით გამძაფრდა ძაღლების უპასუხიმგებლოდ და მხოლოდ კომერციული მიზნებისათვის გამრავლების წყალობით. დღეს ვეტერინარები და გერმანული დოგის მომშენებლები ერთად მუშაობენ იმისათვის, რომ შეიმუშავონ ტესტები და სელექციური პროგრამები,რომელთა საშუალებით შეამცირებენ ან საერთოდ აღმოფხვრიან აღნიშნულ პრობლემებს.
მწვავე მუცელი გერმანულ დოგებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სერიოზული პრობლემაა. მას ამ ჯიშის ძაღლთა სიკვდილიანობაში წამყვანი ადგილი უკავია (სიკვდილიანობის 1/3 შემთხვევა მასზე მოდის). მწვავე მუცელი ვითარდება მაშინ, როცა კუჭი და მუცლის ღრუს სხვა ორგანოები შემოტრიალდებიან თავისი ღერძის გარშემო 180'-ით. სასწრაფო ოპერაციის გარეშე კუჭის შემოგრეხა ფატალურად მთავრდება ხოლმე. ამ დროს ყველაზე დიდ საფრთხეს ქმნის ის, რომ დაავადების სიმპტომატიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და სწრაფადვე დგება ლეტალური შედეგი. სრულიად ჯანმრთელი დოგი კუჭის შემოგრეხის გამო, შესაძლოა, რამდენიმე საათში დაიღუპოს. ამის გამო არ არის რეკომენდირებული, რომ საკვების მიღებისთანავე ძაღლმა ირბინოს. სასურველია თუ გერმანული დოგის საკვების დღიური ულუფა 3-4 პატარა ნაწილად გაიყოფა, რათა არმოხდეს კუჭის ერთბაშად გადავსება, რაც ზრდის მისი შემოგრეხის რისკს.
იმის გამო, რომ გერმანულ დოგებში ხშირია ძვალ-სახსროვან სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები (მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია),სასურველია თუ ლეკვის შეძენამდე მას ამ პრობლემაზე შეამოწმებთ.
გასათვალისწინებელია, ისიც, რომ გერმანული დოგის შენახვა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თავისი ზომიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი საჭმელი სჭირდება, თან სპეციალური საჭმელი, რომელიც ამ ჯიშის წარმომადგენლებს ხშირად ჭირდებათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გაცილებით უფრო ძვირი ღირს ჩვეულებრივ საჭმელთან შედარებით. გარდა საჭმელისა, დოგს სხვა დანარჩენიც ბევრი და დიდი ჭირდება: საყელური, საბელი, საწოლი, სათამაშოები, ანტიჰელმინთური და ექტოპარაზიტების საწინააღმდეგო საშულებები და ა.შ. ეს ყველაფერი კი გაცილებით მეტი ჯდება, ვიდრე_საშუალო ზომის ძაღლის შემთხვევაში. იმის გამო, რომამ ჯიშის წარმომადგენელთა უმეტესობას ხშირად აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები,მათ ხშირად ჭირდებათ ვეტერინარის მომსახურეობა, რაც ასევე გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. ამიტომ გერმანული დოგის შეძენამდე კარგად დაფიქრდით. გაქვთ კი იმდენი შესაძლებლობა, რომ თავს უფლება მისცეთ და გერმანული დოგი შეინახოთ!
ქვემოთ მოყვანილია დაავადებები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ხშირია გერმანულ დოგებში:კუჭის შემოგრეხა;
მეგაეზოფაგუსი;
ართრიტი;
მენჯ-ბარძაყის სახსრისდისპლაზია;
იდაყვის სახსრის დისპლაზია;
ოსტეოსარკომა;
ჩონჩხის ანომალური ზრდა;
ვობლერის სინდრომი;
ჰიპერტროფული ოსტეოდისტროფია;
პანოსტეიტი;
კარდიომიოპათია;
აორტის სტენოზი;
გულის მიტრალური სარქველის მანკი;
გულის სამკარიანი სარქველის დისპლაზია;
ჰიპოთირეოიდიზმი;
ადისონის დაავადება;
კატარაქტა;
ენტროპიონი;
ექტროპიონი;
გლაუკომა;
ბადურის პროგრესირებადი ატროფია;
მიკროფთალმია;
ლიმფომა;
ლიმფედემა;
სიყრუე (განსაკუთრებით ხშირია თეთრ და მარმარილოსებრ ძაღლებში);
ვონ ვილებრანდის დაავადება;
თუთიით გამოწვეული დერმატოზი.
შობენ 5-12, ჩვეულებრივ, 8 ლეკვს.
წყარო:
http://www.easypetmd.com/doginfo/great-dane