გრუნენდალი გერმანულზე უფრო გამხდარია (თხელია) როგორც ცხვირით ასევე მთელი ტანით, ბეწვი ბევრად გრძელი არ არის, მაგის შთაბეჭდილებას უფრო ის ქმნის რომ გაბურძგნულია, ეგეც ძირითადში ქვედაბეწვის ბრალია რომელიც გრუნენდალებს უფრო მეტი აქვთ ვიდრე გერმანულებს (ზოგ გერმანულს საერთოდ არა აქვს), ზოგ გრუნენდალს ცოტა უფრო დატკეპნილი აქვს (ქვედაბეწვის სიმცირის ხარჯზე) და რამდენადაც ვიცი ეგ ძალიან დიდ მინუსად არ ითვლება (მინუსი ისაა თუ ქვედაბეწვი საერთოდ არაა).
ხასიათით ძაან გავს გერმანულს, რაც წავიკითხე ყველაფერში თითქმის ერთნაირები არიან. ყველაზე მკვეთრი განსხვავება თვისებებში მგონი ისაა რომ გრუნენდალები ბევრად უფრო უკეთესად და მაღლა ხტუნაობენ, ერთ ერთი საუკეთესო ჯიშია მაგ მხრივ და კიდევ ცივ და მკაცრ კლიმატს კარგად უძლებენ.
ჩემი გერმანულზე უფრო თხელია, გრუნენდალის პონტში, ბეწვით რაც წავიკითხე და სურათებში ვნახე მგონი იგივე აქვს (ნაღდი გრუნენდალისთვის ხელი არ მომიკიდია და მაგიტომაც ვეძებ ამ ოხერ კინოლოგებს) ცოტა ნაკლებად გაბურძგნულია, ქვედაბეწვია აქვს მცირე და მაგიტომ.
ხტომაში კი იცოცხლე, ახტება ყველას და ყველაფერს, კატის ხათრით დაახლოებით 2.50-იან კედელზე ახტა, თან არაერთხელ (იმ ადგილას კატა ეგულება და ქანთარიასავით გმირულად მიიწევს). 1.20-იან ბარიერს თათის დაუკარებლად ახტება და 1.50-იან კედელზე კატაც არ სჭირდება, ჩემი ბრძანებით მშვენივრად ხტება, უფრო მაღალზე არ მიცდია, ჩემს ირგვლივ არსად არ არის ეგეთი კედელი.
ამიტომ ვფიქრობ ბელგიურზე, თუმცა დარწმუნებული არა ვარ.
სიმაღლეში იავნად პერეროსტი აქვს, გერმანულისთვისაც, ბელგიურისთვისაც. დედ-მამის ჩათვლით მთელ საგვარეულოს ზემოდან დაყურებს

მაგრამ ვასტოჩნიკის სტანდარტებში ჯდება.
მოკლედ ძალიან ავიბენი. მაგიტომაც მჭირდება კარგი კინოლოგი. თორემ ერთი მეუბნება ბელგიურიაო მეორე ვასტოჩნიკიო და ა.შ.
საგვარეულოში კი ყველა გერმანულები უწერია, დედ მამის მხრიდან ყველა თაობა.
მე კი მკიდია, თუ გინდ მაჩვი იყოს ნიანგთან ნაჯვარი, მაინც ყველას მირჩევნია, მაგრამ საინტერესოა და თან დედალია და ლეკვებისთვის მაინც ექნება მნიშვნელობა. პახოდუ ვის შევაჯვარო, ბელგიურს, ვასტოჩნიკს თუ საერთოდ ჩიხვახვას
Я не люблю когда мне врут, но от правды я тоже устал...........
სიცოცხლეა მაგარი მავნებელი, სიკვდილს იწვევს ©TimeRider
ლოცვა არ გაგიძლიერებია? © GT