ჩემი მიმი ორსულადაა.. ვაიმე ისეთი სასაცილო და საყვარელია გაბერილი მუცლით, თან ხელს რომ ვადებ, მოძრაობას ვგრძნობ

ერთი სული მაქვს როდის გააჩენს აუ რას დავაბურთავებ კნუტებს
დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი ყველას, მაგრამ მაგ შემთხვევაში მე გამაგდებენ სახლიდან
მაგრამ ერთი პრობლემაა, უჯიშოა მიმი

ეზოში ვიპოვეთ, კვდებოდა, რამდენიმე დღის იყო და თვალები არც ქონდა ახელილი
შპრიცით ვასმევდით რძეს ხოლმე

ჰოდა აი ასეთი უჯიშო კნუტები მეყოლება მალე

არც კი ვიცი რა უნდა ვუყო, ვის უნდა მივცე ... ჯიშიანი რომ იყოს, კიდე ხოო
ჰოდა 1-2 თვეში მოგაკითხავთ შემოთავაზებით ვინმეს (უჯიშო) კნუტი ხომ არ უნდა?

აი ასეთი იყო როცა ვიპოვეთ (უკაცრავად ხარისხისთვის)
ეს კიდევ ახლა, აი ასეთ სასაცილო პოზებში გვძინავს ხოლმე