.

) მე ეხლა ორი კატა მყავს.

ადრე მყავდა კატა და ძაღლი ერთად.

მაგარი საინტერესო ურთიერთობა ქონდათ. კატას უყვარდა ძაღლზე ზევიდან დაწოლა და ისე ძილი, და ჭაღლი საწყალი, ბუჩო ერქვა, თუ გაინძრეოდა მაგ დროს, და კატა შეწუხდებოდა, კატა ეჩხუბებოდა ხოლმე, ფეხით ურტყავდა.

ეხლა მეც კორპუსში ვცხოვრობ, და ძაღლის გასეირნების დრო არამაქვს, დრეში 3 ჯერ, არ ვარ ხოლმე სახლში, კატები კი თვითონ სეირნობენ.. ქუჩაში გასვლა მესამე სართულიდან იციან, ეგრევე ხტებიან, და მერე უკან ამოსვლა იციან კარებიდან, და აფხაჭუნებენ ხოლმე, რო გაუღოს ვინმემ.

ადრე ერთ კატას ვირთხები და ხვლიკები და ნანადირევები მოქონდა ხოლმე სახლში, ჩიტები და რამე, შუა ოთახში დადებდა, და ფეხებით გარშემო თითქოს მიწას უთხრიდა ხოლმე, ფხოჭნიდა.

ან ეკავა პირში ეგრე და დაატარებდა აქეთ-იქით ოთახებში.. გადავაგდე ერთხელ ეგეთი ჩიტი ნანადირევი, და ცემი ფისო გაბრაზდა, გადახტა ბალკონიდან, იპოვა და ისევ ამოიტანა და ფეხებტან დამიდო, და ტან მიყურებდა რო შევაქო.. .. სასაცილო ისტორიებსაც მოვყვები მერე.