P I N Kმოკლეთ კნუტს რო მოიყვან თავიდან კნუტები ისე ერთობიან თამაში რო ეზარებათ თავის ადგილას მოსაქმება ... ამიტომ უნდა მკაცრად მიაჩვიო... ანუ ეს მიჩვევა რაში მდგომარეობს, სადმე რომ იზავს უნდა გაუბრაზდე და მიიყვანო იმ წამსვე თავის ტუალეტთან ... და თანდათანობით სადღაც 1 -2 კვირაში მიხვდება რო სხვა ადგილებში მოსაქმების გამო ისჯება და მივა და თავის ადგილას იზავს ... რაც შეეხება ტუალეტის მრავალფეროვნებებს . მე პირადად კატების გარშოკის გამოცდილება არ მაქვს.. ასე რომ ბევრს ვერაფერს გეტყვი, ქვიშაზე კი გეტყვი... თუ გინნდა რომ შენი ფისო ჰიგიენურ პირობებში გყავდეს უნდა უყიდო კატების სპეც ქვიშა.. ყველა ზოომაღაზიაში იყიდება... კაი ხანი გეყოფა ერთი შეკვრა... ასევე უნდა უყიდო აი ასეთი რამ ..

ანუ ის რაშიც ქვიშას ჩაყრი... ეს თავისი ტუალეტი უნდა დაუდგა საჭმელისგან აუცილებლად მოშორებით .. კატები ისეთ ტუალეტში არ ისაქმებენ რომელიც საჭმელთან ახლოსაა.. ასე მაგალითად აბაზანაში ან აბაზანასთან... სადმე რა მოკლეთ .. მარა გაითვალისწინე აბაზანის ან ტუალეტის კარი თუ სუ დაკეტილია და კაი ხანი მოუნდება ტუალეტის ადგილის სწავლას... და მაგალითად შეილება უნდოდეს შესვლა მაგრამ სახში არავინ იყოს და გასკდება კნავილით და ბოლოს სადმე სხვაგან იზავს.. ასე რომ შესაფერისი ადგილი შეურჩიე .. ბოლოს იმასაც გეტყვი რომ არის სპეციალური ნიჩბები რომელიც 2 ლარი ღირს.. რითიც მის მოსაქმებულს გადაყრი .... როცა ფისის იზავს აუცილებელი არაა გადაყარო ის ქვიშა მაგრდება და სუნიც არ ასდის.. ქვიშის შეცვლას რომ მოინდომებ ნიჩბით ჩაყარე ცელოფანში და ნაგავში ჩააგდე.. არავითარ შემთხვევაში ტუალეტში არ ჩაყარო ეგ ქვიშა.. თორე ცუდი შედეგი მოაქ მე ვეტერინარმა გამაფრთხილა მკაცრად.. რო დაგიზიანებთ მილებს ძალიან ეს ქვიშაო ამიტომ ნაგავში ჩაუშვი

)
ეხა რაც შეეხება კვებაბას ...
თუ ისეთ პატარას მოიყვან რომ ჯერ მშრალი საჭმელის ჭამა არ შეუძლია მაშინ უნდა უყიდო ვისკასის ან რომელიმე სხვა ფირმის ხორცი.. კნუტებისთვის.. პაკეტებშია .. და 1 ლარი ღირს ... დღეში 2 ცალი ყოფნის.. ესე 2თვე ნახევრის რო იქნება უკვე შეულია მშრალ საკვებზე გადასვლა .. ოღონდ ეგეც კნუტების უნდა უყიდო... მე პირადად ვისკასის კნუტების საჭმელს ვაჭმევ.. მოკლეთ ეგ კატის გემოვნებაზეა რაც მოეწონება ყველაზე ძალიან იმ საჭმელზე დასვავ სტაბილურად .. ხანდახანობით შეაპარე ხოლმე ისევ ის ხორცი პაკეტებში ... გიჯდებიან მაგაზე ასევე 2-5 თვიდან აჭამე ვიტამინები .. რომლებიც ძალიან იაფი ღირს და მე როგორც ვიცი სასარგებლოც არი.. მე ეხაც ვაჭმევ დღეში ერთ ცალს

.. დღის განმავლობაში შეგიძლია აჭამო 5 - 6 ჯერ .. რავი ჩემ ორივე კატას სუ უყრია საჭმელი და თვითონ წყვტენ როდის ჭამონ.. ანუ როცა ვატყობ რო მისკა ცარიელია ვუყრი ეგრევე... კატას სიღორის მომენტი ნაკლებად აქვს.. ანუ აი ზოგი ძაღლი ძღომას ვერ გრძნობს კატებს ეგ მარტო კნუტობის პერიოდში ჭირთ ... მერე კიდე თვითონ ზომავენ რამდენი ჭამონ შენ მთავარია ცარიელი მისკა არ დაუტოვო დიდი ხნით ... ხო კიდე იმას დავამატებ რომ კნნუტებს რძე და რძის პროდუქტი კატეგორიულად არ ეჭმევათ ... ჭიებს უჩენს.. მერე რო მოიზდებიან ესე 10 11 თვისები რომ არიან უკვე შელება ცოტა რძით
და არაჟანით გაანებივრო

) ... თუ არ მიაჩვევ ადამიანის საჭმელებს უკეთესია.. მარა ეგ ცოტას გამოსდის.. ისეთი სახით გიყურებენ რო ჭამ რო შნსი არაა არ გაუწილადო

)) მარა გირჩევ კნუტი სანამ იქნება არ აჭამო სადილები ...
ეხა რაც შეეეხება აცრებს
მოკლეთ ყოველ ერთ წელიწადში ჭირდებათ 3 აცრა.. ის პირველი 2 არ ვიცი ზუსტად რისია .. რაღაც კატის დაავადების წინააღმდებ .. და მესამე არის ცოფის ... 3 თვვის რომ გახდება მერე უნდა აცრა ყველაფერზე... და აუცილებელია ეს აცრა.... ზოგი ფიქრობს სახლიდან არ გადის და რაში ჭირდებაო.. ძალიან მცდარი წარმოდგენაა ეგ... სამაგიეროდ ჩვენ ხო დავდივართ გარეთ .. სტუმარი ხო მოდის სახში .. უამრავი რამ შემოგვაქვს და რისკი მაინც არის რომ კატამ რამე აიკიდოს.. ასე რომ აცერი აუცილებლად

.. თითო აცრა 15 ლარი ჯდება .. მე კეკელიძეზე ვცრი ორივე კატას... ნატაშასთან

მაგარი ქალია ... კიდე ჭიების წამალსაც მოგცემენ და ერთი აბი უნდა დაალევინო .. და თავისუფალი ხარ ჭია აღარ ეყოლება..
ეხა რაც შეეხება ატეხვას და სტერილიზაციას

როცა მოიზრდება ბუნებრივი მოთხოვნილელებიც გაუჩნდება .... თუ გოგო გყავს.. მე როგორც ვიცი ისეთ ღნავილს იწყებენ რომ შეილება ჭკუიდან გადაგიყვანონ.... მათთან სტერილიზაცია ბევრად მარტივია... უბრალოდ რეპროდუქციულ ფუნქციას კარგავს.. და წყნარდებაა. მშვიდდება,.. უფრო გეალერსებაა... მამრ კატასთან რავი კი ატყდენა ხოლმე. მაგრამ ჯიშს გააჩნია .. ერთი ჩემი ისე ატყდა სახში პროსტა ვერ გავაჩერეთ ჩემ მეგობარსაც ბიჭი კატა ყავს და კი ატყდა მარა მალევე მიწყნარდა.... კიდე ერთი საშუალება არსებობს .. ტაბლეტები რომლებიც თითქოს აწყნარებს კატას.. მე არსდროს არ გამომიცდია ჩემ კატებზე ,,
მაგრამ კარგიც არაფერი მსმენია მაგ ტაბლეტებზე... ბიჭ კატასაც შეილება გაუკეთო სტერილიზაცია.. ისეთი არაფერიაა.. ეს კასტრირება არაა.. .. ბევრად განსხვავეებული რამეა.. და თან იმასაც აიცილებ თავიდან რო რაღაც სუნი არ დაგიტოვოს სხვადასხვა ადგილებზე რომელსაც ვერაფრით ვერ აშორებ ....
და ბოლოს ის რომ მე როგორც წაკითხული მაქვს.. ბიჭი კატები უკეთესი ხასიათით გამოირჩევიან.. თუმცა გოგოებიც არ არიან ცუდები , ეს უბრალოდ თეორიულად ისე არ ვიცი
პ.ს
თუ რამე კითხვა გაგიჩდა კიდე მომწერე ... ეხა ამხელა პოსტის შემდეგ უეჭველი უნდა იყოლიო პატარაა ფისოო და მერე ფოტოები დადო
...