ხოო მაგაზე სულ ვკაიფობ ხოლმე
ჩემი ძაღლი სტანდარტული ზომისაა გარეთ ხშირად ვასეირნებ ხოლმე და სულ მესმის კომენტარები
"აუ იმის ძაღლი უფრო დიდი არაა?" "კი ტო ეს რა არის იმასთან შედარებით"
ვითომ ექსპერტები არიან და გამიბანძებენ ხოლმე ძაღლს თავის ჭკუით

ჩემი ძაღლის მამა ნამდვილი დემონია ძალიან აგრესიულია მითხრეს რომ შენი ძაღლიც მასეთი იქნებაო
ბუნებრივად აქვს აგრესია განსაკუთრებით დიდი ზომის მამალი ძაღლების მიმართ
პატარებს ლოკავს და ეთამაშება
გვერდით მეზობელს ყავს თოი პუდელის ხელა უბრალო ფინია
მოდის ხოლმე ჩემს ძაღლთან სტუმრად კარების ქვეშიდან ძვრება და ეთამაშება ისეთი სასაცილო სანახავები არიან

თან ძვლებს გაზიდავს ხოლმე ეს ვერ კბენს ცდილობს გზა ჩაუღობოს საითაც ძვლები აწყვია
მოკლედ სრულად აქვს კავკასიურის თვისებები აგრესიაც და გულკეთილობაც