punchiეგრე არიან ჩემებიც.
მეც აგარაკზე მყავს და 1 კვირის სამყოფ საჭმელს ვუტოვებ და იზოგავენ
ძუ და ხვადია. ძუ ასაკით პატარაა
ორვეს ცალ-ცალკე ადგილას ვუტოვებ. და მაინც ჩხუბობდნენ. ხვადს თავის საჭმელთან მივიყვანდი და ვანახებდი, აჰა ბოხო ეს შენია მეთქი, მერე წამოვიდოდი ძუს თავის ადგილას დავუდებდი საჭმელს და ცოფა აჰა ესეც შენა მეთქი.
ხვადი პირველი იმის საჭმელთან გარბოდა კბენით გამოაგდებდა ამას აქეთ და პირველი იქიდან ჭამდა ცოტას.
ეს ძუ სუ დასისხლიანებული დადიოდა ამ ამბის გამო.
მერე ერთი 3 კვირა ვუყურე ამათ საცოდაობას და მოვიფიქრე ესეთი რამე. ორივე ადგილას დაყრისი საჭმელი ხვადს ჩავაბარე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და მაგარი რაღაცა მოხდა. ხვადი მივიდა ძუს საკვებთან, დაყნოსა, მერე ძუს გახედა , გამოეცალა და მიუშვა.
დღემდე ეგრე ვაკეთებ და აღარ ჩხუბობენ
ეგრეა ოჯახის უფროსი კაცია