
კავკასიური ნაგაზი
წარმომავლობა. კავკასიონში გამოყვანილი ეს უზარმაზარი სამწყემსო ძაღლი მიეკუთვნება უძველესი სამწყემსო და სადარაჯო ძაღლთა ტიპს, რომელიც პირველ ევროპულ სახელმწიფოებზე დიდი ხნით ადრე წარმოიშვა. ამჟამად, მისი ნახვა შეიძლება ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. ველში მობინადრე კავკასიური ნაგაზი უფრო მაღალფეხება, აგებულობისა და ბეწვის ტიპით კი უფრო მეტად ვარირებს, ვიდრე მისი მთის ნათესავი. კავკასიური ნაგაზი განთქმულია უბადლო საყარაულო ძაღლის სახით. პირველი სტანდარტი მიიღეს 1931 წელს.
ჯიშის დახასიათება. კავკასიური ძაღლი გამძლე ძაღლია, არ საჭიროებს დიდ მოვლას და ადვილად ეგუება ნებისმიერ კლიმატს. ჭეშმარიტი დარაჯი ხშირად ლოიალურია უცხოების მიმართ. კავკასიური ნაგაზი დამოუკიდებელი ძაღლია, ფლობს დიდ ნებისყოფას და არანაირად არაა განკუთვნილი სუსტი ან გამოუცდელი მფლობელისათვის, რადგან აღზრდისათვის საჭიროებს მკაცრ და გამოცდილ ხელს. ძალზე მნიშვნელოვანია სწორი სოციალიზაცია.
აღწერა. კავკასიური ნაგაზის თავი მასიური და ფართოა. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია მკვეთრად. დრუნჩი შედარებით მოკლეა, მაგრამ ცხვირის მსხვილი შავი ან ყავისფერი შეფერილობის ბიბილოთი. ტუჩები სქელია, თუმცა მჭიდროდ შემკული. თვალები შედარებით პატარაა, ოვალური ფორმის, მუქი. ყურები – მაღლაა დასმული, კუპირებული ან ბუნებრივი – დაკიდებული, მოკლე. კორპუსი ოდნავ გაჭიმული ფორმატისაა, კისერი – მძლავრი, მოკლე, მკერდი – ღრმა, ფართო, ოდნავ კასრისებრი. ზურგი ღონიერი და სწორია, წელი – მოკლე, გავა – ფართო, კუნთოვანი, თითქმის ჰორიზონტალური. მუცელი ზომიერად აწეულია. კიდურები ძლიერია, საშუალო კუთხეებით, თათები – ძალიან დიდია, ოვალური და კომპაქტური. კუდი დასმულია მაღლა, ჩამოშვებულია დაბლა ნამგალის, კავის ან რგოლის ფორმით. იშვიათად დაშვებულია კუდის კუპირება. ბეწვი სწორი და უხეშია, უფრო მოკლეა თავზე და კიდურების წინა ზედაპირზე. არსებობს თმიანი საფარველის რამდენიმე სახეობა: გრძელი ბეწვი, ფაფარით, ნიფხავით, ანაძენძით და ნაკრტენით; საშუალო სიგრძის ბეწვი ფაფარის, ნიფხავის, ანაძენძის ან ნაკრტენის გარეშე; მოკლე, მაგრამ მჭიდრო ბეწვი, ფაფარის, ანაძენძის და სხვათა გარეშე. შეფერილობა: ნაცრისფერი სხვადასხვა ელფერით (თითქმის შავიდან ჩალისფერ-ნაცრისფერამდე) წითლისადმი ტენდენციით; ერთიანი (თეთრი, წითელ-ყავისფერი); ვეფხვისებური, ამლაკი ან წინწკლებიანი. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – არა ნაკლებ 65 სმ-ისა, ძუ – არა ნაკლებ 62 სმ-ისა. წონა – 45-75 კგ.
ყოლა და მოლვა. კავკასიური ნაგაზი – არ არის საქალაქო ძაღლი, სამაგიეროდ რთულია ქალაქგარეთა სახლისათვის უკეთესი დარაჯის მოძებნა. ბეწვის მოვლისათვის საკმარისია კვირაში ერთხელ ძაღლის ჯაგრისით ვარცხნა.