2009 წლის 30 დეკემბერს ქ. თბილისის მერიამ განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა - " ტენდერი ქ. თბილისში მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველების (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე".
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_i...2&info_id=22755გუშინ ტენდერის პირობების გაცნობის მიზნით ვეწვიე მერიას და გავეცანი ტენდერის პირობებს.....
ძალიან სამწუხაროა, რომ მერიის მესვეურები გონზე ვერ მოდიან და ისევ ცხოველების განადგურების გზას ადგანან!
ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა დაიჭიროს თბილისში ერთი წლის განმავლობაში 20 000
ძაღლი. აქედან 20% უნდა დააბრუნონ ადგილზე, თუ გამოჩნდა სავარაუდო პატრონი, ხოლო 80% - 16 000 ძაღლი უნდა მოკლან რატომღაც დაჭერიდან მე-3 დღეს. თანაც გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ყველა ძაღლი უნდა იქნას მიყვანილი ვეტერინარულ სამკურნალოში და ჩაუტარდეს გამოკვლება. ე.ი. დღეში უნდა მიიყვანონ 60 ძაღლი, ჩაუტარონ გამოკვლევა და მე-3 დღეს უნდა მოკლან. საღოლ მერია!!!!!!!!!!!!!! მაგარი პროექტი გათხარეთ!!!!!!!
ვინმემ არ მკითხოს, რატომ არ ვღებულობთ მონაწილეობას ამ ტენდერში!
მე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ტენდერში არცერთი ვეტერინარული კლინიკა არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა "ბოლქვაძეები" არიან ამ ქვეყანაზე. კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა ვეტერინარს, ყველა პირს, თუ ვინმე გაბედავს და მიიღებს მონაწილეობას ამ ტენდერში - რომელიც ერთ წელიწადში 16000 ძაღლის მოკვლას ითვალისწინებს, მის წინააღმდეგ დავიწყებთ ძალიან არასასურველ ქმედებებს. ხოლო რაც შეეხება მერიას, მე მათ მიმართ აბსოლიტურად დავკარგე ნდობა. ტენდერის ბოლო ვადაა 20 იანვარი. თუ ვინმეს აინტერესებს უფრო მეტი, შეუძლია მივიდეს მერიაში და მოითხოვოს დოკუმენტაციის გაცნობა. შიდა ტელეფონი 663. მე-15 სართული.
ორშაბათს გამოქვეყნდება ჩვენი საზოგადოების ოფიციალური განცხადება აღნიშნულზე. აგრეთვე მიმართვები მერიისადმი და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი. სამწუხაროდ WSPA (მსოფლიო ცხოველთა დაცვის საზოგადოება) არაფერს არ აკეთებს აღნიშნულზე, და ჩვენ ამ ორგანიზაციას გავუგზავნით საპროტესტო წერილს.
თბილისში კვლავ უნდათ რომ დაიწყონ ძაღლების მასობრივი განადგურება! არ აწყობთ ჰუმანური საერთაშორისო პროგრამები!