მერიის მორიგი ტენდერი:
28 იანვარი 2010 / 10:40 მერიამ გამოაცხადა ტენდერი:
ტენდერი მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველების (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით
წყარო:
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_i...2&info_id=22921ამონარიდი:
ქალაქ თბილისის მერია აცხადებს მრავალწლიან ტენდერს ქ. თბილისში მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველების (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
1. შესყიდვის ობიექტია: ქ. თბილისში 35100 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება.
შენიშვნა: მომსახურების სრული აღწერა მოცემული იქნება ტექნიკურ დავალებაში.
2. მომსახურების გაწევის სავალდებულო ვადაა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2011 წ-მდე.
3. სატენდერო დოკუმენტაციის გატანა შესაძლებელი იქნება სატენდერო მოსაკრებლის გადახდისა და სატენდერო კომისიის აპარატში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ, 2010 წლის 28 იანვრიდან ამავე წლის 17 თებერვლის 11.00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა #7, მეორე სართული, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს ზემოაღნიშნულ მისამართზე უფლება აქვს სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას, რომელიც შედგენილ იქნება ქართულ ენაზე. ....
* * *
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 03 და 31 დეკემბერს მერიის მიერ იქნა გამოცხადებული იგივე ტენდერები და მასში მონაწილეობა არც ერთმა ვეტერინარულმა კლინიკამ არ მიიღო. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან ტენდერები ითვალისწინებდა ცხოველთა "ჰუმანურ" დაჭერას და მერე მათ მოკვლას. მე პირადად გავეცანი სატენდერო ტექნიკურ პირობებს და ადრე გამოცხადებული 20 000 ცხოველის დაჭერიდან, თურმე პარტონი გამოუჩნდებოდათ 20%- 4000, ხოლო უპატრონოები, ანუ 16000 ცხოველი უნდა დაეხოცა ვეტერინარულ კლინიკას. ამის შესახებ ინფორმაცია განვათავსე:
http://www.gspsa.org.ge/home.php?option=mo...=active〈=ge* * *
გარდა ამისა, ჩვენი საზოგადოების წევრები მივიდნენ ქალაქის მერიაში და მოითხოვეს სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა, რაზედაც მათ დაუსაბუთებელი უარი უთხრეს. ჩვენმა საზოგადოებამ 2010 წლის 20 იანვარს შეიტანა ქალაქის მერიაში ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც კანონის თანახმად 3 დღეში უნდა მოეცათ, მაგრამ დღემდე პასუხი არ გვაქვს.
ყურადღება მინდა მიაქციოთ ახალ გამოცხადებულ ტენდერს: აქ სწერია ქ. თბილისში 35100 სული მაწანწალა-უზედამხედველო ცხოველის (ძაღლი, კატა) ჰუმანური დაჭერა-იზოლაციის და ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელება.
ნეტავ საიდან იანგარიშეს 35100 სული ცხოველი. ვინ დათვალა, რომ თბილისში არის 35 100. იქნებ 35 099 ცხოველია?! ან რატომ გაზარდა მერიამ ეს ციფრი? ადრე ხომ 20 000 გამოაცხადა? უფრო მეტი ფულის გაკეთება უნდათ? ალბათ მასეა! ვინ დაითვალა ქალაქში რამდენი უპატრონო ცხოველია? თუ ამდენი მაწანწალა ძაღლი და კატაა, მასინ გამოდის, რომ სულ ტყუილად დაუხოცავს ბოლქვაძეს 2,5 წლის მანძილზე 45 000 ძაღლი და 1 600 000 ლარი წყალში გადაუყრიათ? რა თქმა უნდა წყალში არ გადაყარეს და ჯიბეებში ჩაიდეს, ხოლო 45000 ძაღლის ლეშისგან თბილისის მოსახლეობამ კატლეტები დაამზადა.
სრული იდიოტიზმი. ეს არის ახალი კორუმპირებული გარიგების მცდელობა. გარდა ამისა, მერიას არავითარი ოფიციალური უფლება-მოსილება არ აქვს ვეტერინარული მომსახურების. ეს სფერო ვეტერინარიის დეპარტამენტის პირდაპირი მოვალეობაა.
* * *
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდერიც ითვალისწინებს მინიმუმ წლის ბოლომდე 80% ცხოველების ხოცვა-ჟლეტას. მათი ანგარიშიდან გამომდინარე 35100-ის 80% იქნება 28080 ცხოველი. თუ ამ ციფრს გავყოფთ 315 დღეზე, ე.ი. წლის ბოლომდე გამოდის, რომ მათ დღეში უნდა მოკლან მინიმუმ 90 (ოთხმოცდაათი ცხოველი) ძაღლი და კატა.
* * *
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ყოველნაირი ტენდერის გარეშე ბოლქბაძის ძაღლმკვლელთა კრიმინალური დაჯგუფებები (1-ლი ვეტ. კლინიკა) მერიის მესვეურებთან ალბათ ძმაბიჭური გარიგებით კვლავ დაწანწალებენ ქალაქში და იჭერენ ცხოველებს. მათ გლდანში იანვარში ერთ ქალბატონს მოსტაცეს და მოუკლეს პირადი ძაღლი. რამოდენიმე დღის წის სოფელ აგარაკის მკვიდრი დაეწია მანქანას და იხსნა საკუთარი 2 ძაღლი. მანვე რამოდენიმე დღის წინ გააჩერა ნუცუბიძის პლატოზე მანქანა და ტავად ნახა 6 პატარა დაჭერილი ლეკვი.
ეს ტენდერი არის მორიგი ვანდალური აქტი მუნიციპალიტეტის.
ხვალ ფორუმისა და ჩვენი საიტის მეშვეობით გავაკეთებ განცხადებას.
სასწრაფოდ საჭიროა ცხოველთამოყვარულთა აქტიურობა ამ ვანდალიზმზე.
თეიმურაზ წიქორიძე
"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება"
http://www.gspsa.org.ge/* * *