








ესენი არიან თავშესაფარის ახალი წევრები.
1. ბინი, ფრანგული ბულდოგი, 8 წლის, ხვადი. ძალიან თბილი და კეთილი. გიჟდება მოფერებაზე. პატრონმა უარი თქვა, სახლში პატარები მყავსო და ძაღლი აღარ მინდაო. ბინი ძალიან დარდობს, საჭმელს არ ჭამს.
2. რიჩი, გერმანული ბოქსიორი, 4 წლის, ხვადი. პატრონმა ვეღარ უვლიო და ......... ძალიან თბილი ძაღლია. საოცრად დარდობს, სულ ტირის.
3. წითელცხვირა ალიხანა, შარშან გავაჩუქე თავშესაფარიდან და გუშინ დავაბრუნე უკან, კარგად არ უვლიდა ახალი პატრონი და იმიტომ. ალიხანას ძველი პატრონი ინგლისელი ცოლ ქმარი იყვნენ. კონტრაქტით მუშაობდნენ საქართველოში, ლეკვი იყიდეს, ლოგინში გაზარდეს, უზომოდ ყვარებიათ, კონტრაქტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ ძაღლი ვერ წაიყვანეს, ვერც გააჩუქეს და დასაძინებლად გაატანეს პირველი კლინიკის მანქანას, ისე რომ ძაღლის სახელიც კი არ უთქვიათ. მოიყვანეს ჩემთან, ძაღლის სახელი არ ვიცითო, საღამოს შეუვლითო და დაგირეკავთო, დამირეკეს, უკვე წასულანო და მეზობლებმაც არ იციანო. ძაღლის დამჭერმა (ვინც მომიყვანა წითელცხვირა) ძალიან გთხოვ ჩემი სახელი დაარქვიო...... ალიხანა.
იმ ცოლ-ქმარმა დღემდე არ იციან, რომ მათი ,,ალიხანა,, ცოცხალია.
4. ბარსა, ყაზბეგური ნაგაზი, ხვადი, 2 წლის, ძალიან ავი, ამის გამო გამოაგდო პატრონმა.
5. ბომბორა, უზარმაზარი ტანის, კავკასიური, ხვადი, 1,5 წლის, ძილისგუდა, ძალიან კეთილი. პატრონმა, ძალიან დიდი გაიზარდაო და აღარ მინდაო.
6. დიჩი, საოცრად ნასწავლი, თბილი და კეთილი ხვადი როტვეილერი, 4 წლის, დღემდე ვერ გავარკვიე რატო გაიმეტა პატრონმა მოსაკლავად.
7. წყნეთელი ბათურა, ძუ, 3 წლის, კვერცხებს ჭამსო და ძაღლის დამჭერებს გაატანა მოსაკლავად. ძალიან კეთილი და ჭკვიანია.
8. რედა და რეი. დედა შვილი. ,,რედა,, სეტერი, 3 წლის, ,,რეი,, 1 წლის ნახევრად ლაბრადორი , ხვადი. საოცრად ხალისიანი და მოსიყვარულეები არიან, პატრონმა აღარ მინდა ძაღლებიო, მომბეზრდაო და გაატანა მოსაკლავად ძაღლდამჭერებს.
9. ულამაზესი ხვადი შნაუცერა-ბომბორა, ჩემთან მოიყვანა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა, დიდუბეში ქუჩაში უპატრონოდ ცხოვრობდა. ძალიან წყნარია და მოწყენილი. ვერ შეეგუა ვოლიერის პირობებს.
მომიტევეთ, თავშესაფარის დანარჩენი 8 ახალი ბინადარის სურათებს მოგვიანებით დავდებ.
გთხოვთ დავეხმაროთ თავშესაფარის ბინადრებს ახალი პატრონის მოძებნაში.