სეტერიც მომწონს, დრათხარიც და პოინტერიც.
სამივე ჯიშის ძაღლით ვარ სანადიროთ ნამყოფი.
სეტერი ძალიან მუშა ძაღლია, მაგრამ გრძელი ბეწვიდან გამომდინარე, მალე იღლება/ხურდება და ხშირი დასვენება/გაგრილება სჭირდება.
პოინტერიც საკმაოდ ძლიერი/ლამაზი და მუშაა, მაგრამ ძალიან მკაცრი ხასიათი აქვს - როცა მოეპრიანება ანებებს თავს ნადირობას და იწყებს მაიმუნობას. რაც არ უნდა ეხვეწო, არ უბრუნდება ნადირობას.
დრათხარით მწყერზე არ მინადირია. სულ ორჯერ ვინადირე გარეულ ქათამზე და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა - დაჟე, კურდღელიც წამოაგდო ერთხელ
აი კურცხარი, ყველაფერში სუპერია! სანამ არ დაეცემა დაღლით, მანამ ნადირობს. არც დასვენება უნდა, არც გაგრილება...... სანამ თავად არ ეტყვი "ოტბოი" დაისვენე, თავად ვერ ტვინავს.
მე ერთხელ აქ ცისფერთვალება ვერცხლისფერი კურცხარი ვნახე, ლამის წავართვი პატრონს.

ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ კუდი არქონდა მოჭრილი და რაღაც სხვანაირი იერი ჰქონდა..