#40286962 · 21 Mar 2014, 15:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამადინის არჩევა ამადინის შეძენისას უნდა მივაქციოთ ყურადღება მის გარეგნულ მდგომარეობას, რათა ჯანმრთელი ფრინველი ავარჩიოთ. ბუმბული მკვეთრი და დალაგებული, ცოცხალი მოძრაობა, მჭირდოდ მიბჯენილი ფრთები და ნათელი თვალები, ამანიდის ჯანმრთელობაზე მიუთითებს. არსებობს ამადინების უამრავი სახეობა, რომლის უმრავლესობაც ხელოვნურადაა ადამიანის მიერ გამოყვანილი. მათი უნარ-ჩვევები და გარეგნული მახასიათებლებიც განსხვავდება. ყიდვისას უნდა განვსაზღვროთ, რა მიზნით გვინდა ის, კარგი გალობის, დეკორატიული თუ გამრავლების და ახალი ამადინების თაობის მისაღებად. ჯიშიც სწორედ ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ. როდესაც დაკავებულია ადამიანი და უმეტესწილად გასულია სახლიდან, მარტო , მეწყვილის გარეშე, ძალიან მოიწყენს ამადინი და შეიძლება დეპრესიით დაავადდეს და მოკვდეს კიდევაც. ამიტომაც მეწყვილის მოყვანა მისთვის აუცილებელია. ამადინები არ არიან ხელზე მისაჩვევი ფრინველები, ძალიან მფრთხალი ხასიათის გამო. თუმცა, ამის მიუხედავად, არის იშვიათი გამონაკლისები, როდესაც არ უფრთხიან ადამიანს და ხელზე მოსვლასაც სწავლობენ.
ამადინის სახეობები
Zebra Finches საქართველოში უმეტესად გავრცელებული ამადინის ჯიშია.
Gouldian Finches ულამაზესები არიან თუმცა სასიმღერო ნიჭით არ გამოირჩევიან.
Society Finches კარგი მომღერლები არიან. სხვა დანარჩენი ამადინებისგან გამორჩევით ესენი ველურ ბუნებაში არ გვხვდებიან, გამოყვანილი ჯიშია სხვადასხვა ამადინების შეჯვარებით და ძირითადად მოყვარულ სელექციონერებს ყავთ სახლში.
ამადინების დაწყვილება ამადინების დაწყვილება თუ გვსურს, ეს საქმე მთლიანად მამრ ამადინს უნდა მივანდოთ. კეძოდ, უნდა წავიყვანოთ მამრი ამადინი და შევუშვათ მდედრების გალიაში, რათა თვითონ ამოარჩიოს მისი მეწყვილე. რომელსაც მიუჯდება გვერდით და გამოიჩენს ინტერესს, ის უნდა წამოვიყვანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუწყვილებლობის გარდა, შეიძლება ერთმანეთი დახოცონ, დაასახიჩრონ ცემით და ჩხუბით. თუ დაწყვილება წარმატებით დასრულდა, მაშინ მამალი იწყებს შეწყვილებსი ცეკვებს, ზრუნვას დედალზე. ბუდეს მოამზადებენ და დედალი დებს 4-5 კვერცხს. მშობლები თანაბრად ინაწილებენ ბარტყების გამოჩეკვის ტვირთს და ბუდეში რიგ-რიგობით სხედან. შესაძლებელია რომელიმე ან სულაც უმრავლესი კვერცხი გაუნაყოფიერებელი იყოს. ამიტომაც, თუ არ გამოიჩეკა 12 დღის განმავლობაში, უნდა ამოვაცალოთ. ბარტყების გამოჩეკვის შემდეგაც ორივე ამადინი კვებავს და უვლის პატარებს. ამ დროს საჭიროა მათი ინტენსიური და მრავალფეროვანი კვება, რათა ბარტყებიც გამოკვებონ სრულფასოვნად მშობლებმა. ცოტა წამოზრდის შემდეგ კი ბატყები გამოდიან ბუდიდან, იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას.
ამადინების გალია ამადინების გალია აუცილებლად უნდა იყოს ფართე, მართხკუთხედი ფორიმის. მინინუმ 40/20/25 სმ. ხოლო, როდესაც მათ გამრავლებას აპირებთ, გალია უფრო მოზრდილი დაგჭირდებათ- 60/40/30სმ მაინც. სიმაღლეს იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც სიფართეს. თუმცა, დიდი გალია ყოველთვის უკეთესია მათთვის, რადგან ძალიან მოძრავები არიან და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფრენა, ენერგიის დახარჯვა, რასაც პატარა გალიაში ვერ მოახერხებენ. ქანდარები უნდა იყოს ხის, ისეთი სიწვრილის, ფრინველმა რომ ადვილად მოჭიდოს ფეხი. სასურველია ქანდარა რამოდენიმე იყოს. გალიაში აუცილებელია ორი საკვებური მაინც, ასევე ცალკე საკვებური ხილის და ბოსტნეულისთვის. ხშირად დებენ ამადინების გალიაში მათ გასართობად ნედლ ტირიფის ტოტებს, ფოთლებიანად. მათთვის ეს ბუდის გასაკეთებელი მასტიმულირებელი და საძრომიალო საშუალებაა. ასევე ბუდე, რომელიც მცირე ზომის კალათას მოგვაგონებს.
ამადინების კვება ამადინებს სჭირდებათ განსაკუთრებული ბალანსირებული კვება. წვრილი მარცვლეულის ნაზავი სასარგებლოა მათთვის. ასევე ხილი და ბოსტნეული. მოხარშული კვერცხი. ზოომაღაზიებში იყიდება სპეციალური საკვები ამადინებისათვის. საკვების ჩატოვება არ შეიძლება მთელი დღე და რამდენიმე საათში უნდა ამოიღოთ.
ამადინების სქესის გარჩევა ამადინების სქესის გარჩევა ხდება ბუმბულის შეფერილობით. მამალი გაცილებით მრავალფეროვანი და ფერად ბუმბულიანია. ვიდრე დედალი.
წყარო: ნათია ოსიაშვილი
|