მოკლედ ძალიან გავაოფეთ ეს თემა (თუმცა თემის ავტორიც აქტიურად გვეხმარება ამაში

)
ამიტომ დღეიდან დღეგამოშვებით მაინც რაიმე საინტერესოს შემოგთავაზებთ.
ეს ჩემი მხრიდან, იმედია მარტო არ მამუშავებთ.
მაშ დავიწყოთ:
ქართველები საკმაოდ ზარმაცი ხალხი ვართ და გვიყვარს ყველაფრის უშრომელად მიღება(ნუ მცირე შრომა თუ არის ისიც გვაწყობს).
ქალბატონებო და ბატონებო წარმოგიდგენთ დამპყრობელ ყვავილებს(იგივე კოლონიზატორებს).
ეს ყვავილები ძალიან უპრენტეზიოები არიან და თავის თავს თვითონვე უვლიან და რაც მთავარია უმისამართოდ მრავლდებიან და ახალ ტერიტორიებთ იპყრობენ (ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის არ იყოს

).
ამავე დროს ისინი კარგად აღზრდილი დეკორატიული ყვავილებიც არიან.
წითელი ნემსიწვერა. მრავალწლიანია.
ხასხასა მწვანე ფოთლებით და მარტივი ლამაზი ყვავილებით.
ადვილად უძლებს გვალვას. ძირითადად მას მშრალ, კირქვიან მიწაზე თესავენ. (ამითაც არის უნიკალური).
თუ ნემსიწვერა მზის გულზეა დარგული, მაშინ შემოდგომზე მისი ფოთლები ლამაზ ნარინჯისფერ ფერს იღებს.
ნემსიწვერა არსებობს თეთრი, ღია ვარდისფერი, მუქი ვარდისფერი, იასამნისფერი,ჟოლოსფერი.
ყვავილობს ივნისიდან ივლისის ბოლომდე.
ძალინ ჰაეროვან და ლამაზ ბუჩქს ქმნის.
ნელა იკავებს ახალ ტერიტორიებს.
ბუჩქის ზომები 40х50სმ, კარგია ბორდიურების გასამწვანებლად.

ფუოპსისი - ამ მცენარეს ქართულად სხვა სახელი ექნება, რადგან კავკასიისთვის ენდემურია. (მაგრამ მე არ ვიცი)
მრავალწლიანია.
ესეც პატარ დამპყრობელია, ოღონდ ნემსიწვერასგან განსხვავებით ძალიან სწრაფად ვრცელდება.
ფუმფულა, ღია მწვანე, არომატული, ლამაზი ვარდისფერი ყვავილებით და ძალიან უპრეტენზიო მცენარე.
მისი სიმაღლე 15-20სმ-ია. ვისაც გსურთ ვარდისფერი ხალიჩა, ეს მცენარე საუკეთესო არჩევანი იქნება. ფუოპსის იყენებენ ალპინარიუმების გასაფორმენლადაც.
ყვავის ივნისისდან სექტემბრამდე.
თუ სექტემბერში მიწიდან 2-3სმ-ზე გაკრიჭავთ, მაშინ სექტემბერი -ოქტომბერიც დატკბებით მისი სილამაზით.
ცოტა შხამიანი კია. ნუ მაინცდამაინც პირში ნუ გაიქანებთ.