მაისის ბოლოს შეგვიძლია შემოგთავაზოთ მხოლოდ... სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ტორფი არ იყიდება. იყიდება მხოლოდ ე.წ. "ცეოტორფი" რომელიც არის მართლა ნაგავი (ბოდიში ამ გამონათქვამისათვის). ჩვენ რაც გამოვცადეთ იმას ვამბობ. ვიხმარეთ ეს "ცეოტორფი" თან არაერთხელ, რომ არ გაიხარა არაფერმა, ავდექი და 2 სხვადასხვა პარტიიდან აღებული ტორფი, ასევე მაღაზიაში ნაყიდი ტორფიდან (გამოფენასთან "ევროეზო") აღებული სინჯების pH მახასიათებლები შევამოწმე ლაბორატორიულკად და მივიღე აბსოლიტურად განსხვავებული მახასიათებლები სამივე შემთხვევაში... ანუ, სამწუხაროდ შეიძლება ეგ ტორფს კი გავს, მაგრამ მხოლოდ ე.წ. ტორფის მასალაა. ვინაიდან ჩვენ კომპანიას ჭირდება დიდი რაოდენობით, იძულებული გავხდი მე თვითონ მეპოვნა პარტნიორი ლატვიაში და პირველი კონტეინერი უკვე გზაშია საქართველოსაკენ. pH დაბალანსირებული და მიკროელემენტებით გამდიდრებული ფრაქცია 0-20მმ.
სამწუხაროა, მაგრამ ამ წუთას ვერ დაგეხმარებით, მაისის ბოლოდან კი გამოჩნდება ქართულ ბაზარზე ჩვენს მიერ დაფასოებული ტორფი 5, 10 და 20 ლიტრიან ტომრებში. ფასი წინასწარი გათვლით იქნება 1,5 - 2ჯერ იაფი ვიდრე ე.წ. ქართული ტორფია. ესეც ქართული "მარაზმი". ლატვიიდან ტორფის ჩამოტანა უფრო იაფი უნდა დაჯდეს ვიდრე აქ წარმოება??? სამწუხაროა მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
ასევე ჩამოგვაქვს "უნივერსალური" სასუქი რომელიც არის წყალში ხსნადი 15გრ 10 ლიტრზე და ესეც გაცილებით იაფი იქნება ვიდრე გუდვილის თხევადი სასუქებია. ეს სასუქი გამოვცადეთ წელს ჩვენთან სათბურში და ეფექტმა მართლა გადააჭარბა მოლოდინს.

პეტუნიას, გერანს, და სხვა ყვავილებს ასევე კედრის ნერგებს ისე მოეწონათ, შედარება არ შეიძლება უსასუქოდ გაზრდილი ანალოგებისაგან. არ არის დრო რომ ოდნავ მეტი არჩევანი იყოს ამ ქვეყანაში? მემგონი დროა.
This post has been edited by lashagiorgi on 27 Apr 2010, 17:25