იცი, მთელი ცხოვრება დედლები მყავდა და ყველა შინაბერა იყო

არაფერი ისეთი არ დაემართათ - ახალი მოსაზრება არსებობს, რომ სულაც არაა აუცელებელი შეჯვარება. ახლა ზუსტად არ მახსოვს არგუმენტები - მერე დავაკონკრეტებ. მასე დეიდაჩემმა შეაჯვარა თავისი დედალი ბიგლი - არიქა, აუცილებელიაო... და დაიტანჯა. თვითონაც და ძაღლიც - ვრცელი ისტორიაა (მერე უთხრეს - რას წვალობდიო, სულ არ იყო აუცილებელიო).
კიდევ ერთმა ჩემმა ნათესავმა შეაჯვარა გერმანული ნაგაზი შარშან, ომის წინ, ჯერ ხომ მის ორსულობას გადაყვა - ძალიან ძვირი უჯდებოდა, კვება უნდა განსხვავებული (თაფლი, ნიგოზი, "სგუშენკა") გაძლიერებული ანუ, +ათასი ვიტამინი და ამბები. ექოსკოპია - ნუ, როგორც ორსულ ქალს, ისე უვლი, რა

თან ამხელა ძაღლის წაყვანა-წამოყვანა ექოსკოპიაზე+ექიმიების კონსულტაციები =ხარჯები - წარმოგიდგენია??? მოკლედ, ეგ კიდევ არაფერი. საწყალ ქალს ეგონა, ფულს გავაკეთებო - ლეკვებს გავყიდიო. დაყარა იმან 7 ულამაზესი შავი ნაგაზი (მშობიარობის ეპოპეა ცალკე ისტორიაა - ძაღლის პატრონი ვალიდოლით იკვებებოდა ნერვიულობის ნიადაგზე) ჰოოოდა... კაციშვილმა არ მოინდომა ის ლეკვები

მერე ომი დაიწყო და ქალი გადარეული იყო - არ იცოდა, შვილები გადაემალა სადმე, თუ - ლეკვები. მოკლედ, არც განცხადებებმა გაჭრა - არაფერმა. ვერცერთი ვერ გაყიდა, ისინი კი იზრდებოდნენ და ახლა 8 (!!!!!!!) ძაღლისთვის უნდა ეზრუნა, საჭმელზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი

მოკლედ, გადაირია კინაღამ, ძლივს გააჩუქა ეს ლეკვები (ხალხს, პრინციპში, უნდოდა, მაგრამ არავის ეცალა მათთვის - ყველა თავის გადარჩენზე ფიქრობდა იმ საშინელ დროს) იმის მერე თქვა - ვარიანტი არ არის, მეორედ ცხოვრებაში არ შევაჯვარებო!
ეს კერძო შემთხვევებია, მაგრამ ზოგადად დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული... კლუბში რომ გაიგო - იქნებ მანდ ყავთ დედალი, რომელიც გათხოვებაზე ოცნებობს?