SAMSONცალ ცალკე უნდა ყავდეს მთელი ცხოვრება ზუსტადაც!
ორი სხვადასხვა სქესის ზაზუნა ერთად მთელი ცხოვრება რა დონის კატასტროფაა იცი?
ყოველ მეოთხე დღეს მძუნაობენ, ორსულობა 16 დღე გრძელდება და მშობიარობიდან მეოთხე დღეს ისევ ორსულდებიან. მერე ცოტას მაინც აჩენდნენ. 4დან 20-მდე შეუძლიათ გააჩინონ. ჩემმა ზაზუმ მაგალითად 13 გააჩინა და ყველა გაზარდა! თუ მყარი ნერვები არ გაქვს, პატარების გაზრდაც სახლაფორთოა. ჩემმა ზაზუნამ პირველი შვილები შემთხვევით რომ გაგუდა საშინლად განვიცადე. ორსულ და მეძუძურ ზაზუნას თავისებური კვება და სიმშვიდე ჭირდება, მშობიარობა ადვილად რომ გადაიტანოს და შვილები არ დაჭამოს(საშინელი სანახაობაა

). მეხუთე დღიდან პატარები ჭამას იწყებენ და იმათაც ორ კვირამდე საკვების შერჩევა უნდათ ასციტით რომ არ დაწყდნენ(ესეც საშინელებაა, შებუმბლული პატარეი რომ გიკვდებიან). რომ გაიზრდებიან, მერე კარგი პატრონები უნდა უნახო ან ჩემსავით ვერ გაიმეტო გასაჩუქებლად და ყველა სახლში დაიტოვო.

თუ ამ ყველაფრისთვის მზად არ ხარ, ჯობია არ შეაჯვარო საერთოდ.
და ერთად ცხოვრებაზე არაა დამოკიდებული, იჩხუბებენ თუ არა. ჩემი ბიჭები ერთად დაიბადნენ და ერთად გაიზარდნენ, მაგრამ ახლა ერთმანეთს წიწკნიან.
ამ ყველაფერს ინტერნეტში ამოკითხულს ან სხვისგან მონასმენს არ ვწერ. საკუთარი მწარე (და ტკბილიც) გამოცდილებით ვამბობ და ვურჩევ.
აი, როგორ მოიქცევით, ეგ უკვე თქვენი საქმეა!
* * *
mariri-qსაყვარლები გყავს ძალიან!