miss_pepsi1. სუნიანია იმ შემთხვევაში თუ დიდიხანი არ დაუსუფთავებ გალიას. ასე ჩვენც ავსუნდებით
2. მე კვირაში 2-3 ჯერ ვუცვლი ბურბუშელას (ბურბუშელა არის ხის თხელი ფარფატა ფარფლები

რომელსაც ნებისმიერ ხის საამწროში გაჩუქებენ დიდი სიამოვნებით) თან ზაზუნა ამ მასალაში უფრო უკეთ იგრძნობს თავს, ვიდრე დაკუწულ ქაღალდებში;
3. არაფრითაც არ უნდა გაწმენდა

შესანიშნავად ბანაობს თვითონ

დღეში რომედენიმეჯერ ბანაობისა და გაცმენდის საათები აქვს, თავად ილოკავს სხეულს ენით

როგორც ბაჭია, ხელ-პირს იბანს საოცრად
4. რაც უფრო პატარას იყიდი, უფრო ადვილად მიიჩვევ, რაც მთავარია არ უნდა შეაშინო, არ უნდა შეაწუხო თორე გაღიზიანდება და შეიძლება გიკბინოს, აი მაგალითად ჩემს ზაზუნებს მტვერსასრუტის ხმაზე ეშინიათ და სააბაანოში გამყავს სანამ სახლის დალაგებას დავიწყებ
5. 1 წელიწადი იქნება რაც მყავს და დაახ. 5 ჯერ მიკბინა

ისეთი მწარე კბილები აქვთ ნემსებივით, მაგრამ საშიში არ არის, ვეტექიმმა ამიხსნა, რომ ზაზუნას იმდენად სუსტი იმუნიტეტი აქვს, ცოფი რომ გაუჩნდეს ვერ გაუძლებს და დაიღუპებაო, ჯერ არც ჩემი ზაზუნა დაღუპულა და მეც შესანიშნავად ვგრძნობ თავს

, საჭმლიანი ხელით არ მოეფერო და არ გიკბენს, ბევრ ზაზუანს უჭირს ხედვა (აი მე მაგალითად მამალი მყავს ალბინოსი მთლად თეთრია და დღისით ვერ ხედავს, საჭმლიანი ხელით თუ მოეფერე საჭმელი გონიხარ და გკბენს
6. მე თავიდან 1 მყავდა, მამალი და რაც ცოლი (ჩემთვის რძალი გამოდის

) მოვგვარეთ უფრო გამხიარულდა, ახლა შვილებიც ყავთ და ბაგა-ბაღი მაქვს სახლში, პროსტო ცოლები მაგარს აჩმორებენ ქმარ ზაზუნებს და ნაკლებად აქტიური ცოლი შეურჩიე, ჩემი თავზე აჯდება და ისეთ დღეში ყავს რომ ეს დაქორწინების დღეს წყევლის მგონი (ცოტა გადავამლაშე მაპატიეთ)

7. გოგო უფრო კაი ტიპია, უფრო აქტიურია და კონტაქტური;
8. აკვარიუმზე მოსახერხებელი გალიაა ჩემი აზრით, არის სპეციალური გალიები, რომელსაც დაბლა პლასტმასის დამცავი აქვს, რომ არ გადმოყაროს გარეთ ბურბუშელა, მაღლა კი ჩვეულებრივი დახურული გალიაა, ასეთი მაქვს მე, 3 სართულიანია, თავად გაანაწილებენ სად შეჭამონ, სად გაერთონ და სად დაიძინონ, საკმაოდ სუფთა ცხოველია და იმ ადგილას სადაც ისაქმებს საჭმელი რომ ჩავუდო არ შეჭამს, თავს გაანებებს. მე მაგალითად აკვარიუმში რომ მყავდა უფრო მიჭირდა მოვლა, 1-ლი რომ უფრო მძიმეა და ყოველ გასუფთავებაზე აკვარიუმის გარეცხვა მიწევდა. გალია კი უფრო ადვილი მოსავლელია, და თან გალიის კედლებს სავარჯიშოდ იყენებენ და დაცოცავენ ზედ
9. როგორც უკვე აღვნიშნე, 2 ზაზო მყავს და ორივეს საკუთარი სათამაშო ბორბალი აქვს, რადგან 1 ზე სულ ჩხუბობდნენ და კბენდნენ ერთმანეთს. ზაზუნა მინდვრის ცხოველია და მიჩვეულია ბუნებაში აქეთ- იქეთ ბოდიალს, ბორბალი ეხმარება იმაში რომ ირბინოს და ენერგია დახარჯოს, სადღაცას წავიკითხე ზაზუნას ბორბალს თუ არ ჩაუდგავთ რევმატიზმები გაუჩნდებაო. შესაძლოა ამ თემაში ეწერა არ მახსოვს.
შევეცადე ამომწურავი პასუხი გამეცა ყველა კითხვაზე, აბა ბედნიერი შენაძენი