#20993283 · 5 Aug 2010, 17:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
miss_pepsininikeli-მ კი გიპასუხა, მაგრამ მეც გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას. მის შარდს აქვს სუნი.თუ დროზე არ გამოუცვლი ყარს. გამოცვლის სიხშირე და სუნის ხასიათი საჭმლის მიხედვით იცვლება. მაგ. ზაფხულზე კიტრს ვაჭმევ და ყოველ დღე ჭირდებათ გამოცვლა.
QUOTE | 2.გალია ყოველდღე უნდა დაუსუფთავდესო-რითი?..რამე სპეციალური რაღაც უნდა? |
ამაზე უკვე გიპასუხე. თან ჩემს ზაზუნებს ცალკე "ტუალეტი" აქვთ, ანუ ცალკე პლასტმასის "სახლი" სადაც შედიან და მარტო იქ შვებიან. ასე, რომ მთელი გალიის გამოცვლა არ მჭირდება ხოლმე. სპეციალური არაფერი უნდათ. ხის ბურბუშელა უყვართ. მე ახლა ბურბუშელას მარტო "ტუალეტში" ვუყრი. სხვაგან მთელ გალიაში თივა აქვთ და ძალიან მოწონთ. ბუდეებს აკეთებენ ხოლმე და ერთობიან. QUOTE | 3.ზაზუნას რითი წმენდთ? ვიცი რომ ბანაობა და წყალი არ შეიძლება |
ისე საგულდაგულოდ იბანენ , დამატებითი გაწმენდა აღარ ჭირდებათ. მარტო ნახერხის არომატული სუნი აქვთ ხოლმე.
ჩემს პირველ ზაზუნას მძიმე ბავშვობა ქონდა და მიჩვევა ცოტა გამიჭირდა. მეორე უფრო ადვილად მიმეჩვია. შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ ახლა საკუთარი სახელებიც ესმით და რომ ვუძახი, სადაც არ უნდა იყვნენ, გამორბიან, უკანა ფეხებზე დგებიან და მიყურებენ, რა გინდაო QUOTE | 5.რამდენად საშიშია მისი ნაკბენი? |
საერთოდ არაა საშიში. მე სანამ არ დაწყნარდა, შიშველი ხელი არ მომიკიდებია. მწარე კბენა იციან და იმიტომ. ხელთათმანით ვკიდებდი ხელს დაახლა შიშველი ხელითაც ამომყავს.
QUOTE | 6.მარტო ერთი რომ ვიყიდო შეიძლება ხო? დეპრესიული ტიპი არ იქნება იმედია |
საერთოდ, ამ ჯიშის ზაზუნები მარტოხელა ცხოველები ყოფილან ბუნებაშიც, ამიტომ მარტო ცხოვრება უფრო მოსწონთ. ჩემები სხვადასხვა გალიაში ცხოვრობენ. მე უბრალოდ, არ მინდოდა შინაბერა ზაზუნა მყოლოდა და ქმარი ვუყიდე QUOTE | 7.გოგო ჯობია თუ ბიჭი?..რომელი უფრო ნაკლებად აგრესიულია და ადვილადმიჩვევადი (?) |
ბიჭები უფრო ნაკლებ აგრესიულები არიან. მაგრამ როცა ქალი უნდება, ჩემი ზაზუ გალიას ამტვრევს! მაგ დროს ძალიან აგრესიულია.
QUOTE | 8.გალია ჯობია თუ აკვარიუმი? რამდენად საშიშია გალია? (ვთქვათ კბილი რომ მოითეხოს ან რამე იტკინოს) აკვარიუმი დიდი ზომები არის? |
თავიდან გალიაში მყავდა, მაგრამ მერე შემეცოდა. სულ მის კედლებზე უნდოდა ასვლა და გული მიკვდებოდა, რომ ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა. თან ზაფხულში საშინლად ცხელოდა აკვარიუმში და ბოლოს რომ გაიზარდა, ნახერხს ერთ ადგილას აგროვებდა და აკვარიუმიდან ძვრებოდა. გალიაში მეტი სივრცეა. მის კედლებზე სიარულის შეუძლიათ, გალია უფრო მსუბუქია და არც ცხელა შიგნით. ოღონდ თუ გალიას აირჩევ ცოტა მსხვილმავთულიანი უყიდე, თორემ წვრილმავთულიანი ჩემმა მხეცმა დაამტვრია და დახრა!
QUOTE | 9.სათამაშოები თუ უყვართ და იყიდება თუ არა მათი სათამაშოები?.. აი რაღაც ბორბალი უყვართო გაიგია.. |
ბორბალი უყვართო, მაგრამ ჩემებმა ზედაც არ შეხედეს და კი მიდევს ისე. სამაგიეროდ გარეთ წანწალი უყვართ და ქაღალდების დახვრა. ისე მიყვარს ორივე და ისე შევეჩვიე, ხანდახან ვფიქრობ, ამათ გარეშე როგორ ვცხოვრობდი-მეთქი. თუ კიდევ გაგიჩნდა კითხვა, რაც ვიცი, გიპასუხებ! აბა,წარმატებები შენ და შენს მომავალ მხეცუკას!
--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე, როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე, როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი, თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
|