მადლობა ნდობისთვის

გავწითლდი...
ეხლა რა ხდება:
თუ მართლა გინდათ კნუტები, გაქვთ ამისათვის საჭირო პირობები და დრო (დედა კატას შეიძლება დახმარება დაჭირდეს...), გაქვთ მინიმუმ 8 მსურველის სია ვინც მართლა მოწადინებულია აკნუტი წაიყვანოს/იყიდოს (უმჯობესია, "ბე"-ც გქონდეთ აღებული, რადგნ ჩვენთან სიტყვის არშესრულება სირცხვილად აღარ ითვლება) - მაშინ ამის გაკეთებას აზრი აქვს.
რადგან შესაფერისი წყვილი უკვე შერჩეულია, ამაზე აღარ დავწერ.
შემდეგი ნაბიჯი - კატების (ორივესი!) სამედიცინო შემოწმება ინვაზიურ, სოკოვან, ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებზე. დართვამდე არა უგვიანეს 2 კვირისა, უნდა ჩატარდეს ჭიების პროფილაქტიკა. ეს მომავალში პრობლემების რისკს შეამცირებს.
ორივე კატას უნდა დააჭრათ ფრჩხილები, იმისთვის რომ დაწყვილებისას ერთმანეთი არ დაკაწრონ. ფრჩხილების დასაჭრელად ჯობია ვეტერინარს მიმართოთ, ამას ცონდნა უნდა.
დაბანა არ ღირს, რადგან იმ სპეციფიკურ სუნს მოსპობთ, რომელიც მათ ერტმანეთისკენ იზიდავს.
დაწყვილების პირობებზე (ვის რამდენი კნუტი ერგება, მერამდენე არჩევანი, და ა.შ.) მფლობელებმა წინასწარ უნდა მოილაპარაკონ.
სასურველია, პატარძალი წაიყვანოთ სიძის ტერიტორიაზე. არ დაგავიწყდეთ, თან წაიღოთ: პატარძლის ტუალეტი, ჯამი და საკვები. კარგი იქნება, მანამდე გადასატან კონტეინერს თუ შეაჩვევთ, იმისთვის მგზავრობის არ ეშინოდეს და "ქორწილანდე" არ დაისტრესოს.
დართვის დროს ცხოველების გაკონტროლება და, საჭიროების შემთხვევაში დახმარება, როგორც წესი, მამლის პატრონის პასუხისმგებლობაა. ატეხილი კატა უცნობ ტერიტორიაზე შეიძლება ძალიან დაისტრესოს და ანერვიულდეს. იმისთვის, რომ ცხოველმა პანიკაში ტრავმა არ მიიღოს, სასურველია რომ ორი "გამოუცდელი" კატა არ ადრთოთ, ერთმა მაინც უნდა იცოდეს, რა ხდება
გოგო არ გადმოსვათ კონტეინერიდან ხელით, მით უმეტეს ძალდატანებით. დააცადეთ, რომ მომშვიდდეს და თავისით მივიდეს ბიჭთან გასაცნობად.
ხანდახან გოგო-კატა არასაკმარისად არის "ატეხილი", და ამის გამო შეიძლება აგრესია გამოიჩინოს ან შეშინდეს.
ასეთ დროს გამოცდილი მომშენებლები გადახურულ ვოლიერებს (დიდი გალიებივითაა) იყენებენ. ცხოველებს შეუძლიათ დაყნოსონ და გაიცნონ ერთმანეთი ისე, რომ გოგო გალიაშია. და თუ დარწმუნდნენ რომ ყველაფერი კარდაგაა და ის მზადაა დასართვად, მერე უკვე უშვებენ გარეთ.
აქ ეხლა ისედაც ძალიან ბევრი წერია.
თუ გაინტერესებთ, მერე რა ხდება და როგორ - დავამატებ.