ჩემი კატები....

ყუთში უყვარს წოლა და რა ქნას?

მალე ახალ პატრონთან წავა, არადა მენანება გაჩუქება

ყველა კნუტზე ასე ვარ, რაც კი იბადება ჩემს ოჯახში


დღეს პალმაზე აძვრა სულელი და ცოტა ხანი ვერ ჩამოდიოდა


ესეც ყველაზე მხცოვანი კატა...ულამაზესი თვალები აქვს, მაგრამ კარგად ვერ გადავუღე, სულ გარბოდა .

ეს მამალი კატა იმხელაა ტანით, სულ გორაობს. სად შეუძლია მოძრაობა ამ სიცხეში,ძლივს დადის


სულ ფეხებთან მედება და მეფერება, ეს სურათიც ასე გადავუღე - ფეხებში

ისე პატარაობაში გოგო მეგონა, რომ გაიზარდა აღმოჩნდა რომ ბიჭი ყოფილა

ეს კიდევ ახალი მოყვანილი კნუტია, ჯერ 4თვისაც არ არის და უკვე დიდია, იმიტომ რომ მამალია. ეს არის ჩემი უსაყვარლესი ფისო. საიდანაც წამოვიყვანე, იმ ადგილიდან დაიკარგა 3დღით და მაშინ ისე განვიცადე, ღმერთს ვთხოვე ოღონდ დაბრუნდებოდეს და იმ დღესვე სახლში წავიყვანმეთქი. მეორე დღეს რომ არ დაბრუნდა იმედი გადწურული მქონდა, მაგრამ 3დღის მერე რომ დაბრუნდა, იმ დღეს უკვე ჩემს სახლში ნებივრობდა

ჩემი სიცოცხლე... ამაზე საყვარელი ქვეყნად სხვა ფისო არ დაიარება. ის უნდა ნახო, ისე ვერ მიხვდები...საკმარისია დავუძახო малюсик, რომ უკვე ჩემსკენ მორბის...საოცარი ფისოა რაღაც. სიტყვები არ მყოფნის რომ აღვწერო....

კიდევ 2 კატა მყავს, მაგრამ მათ სურათებს შემდეგში დავდებ
This post has been edited by maribuka on 18 Jul 2009, 15:52
I love my son .........