კნუტი, რომელიც
ia_Baggins-ს ყავდა და ეხლა მე მყავს, ძალიან ცუდად არის.
ჭიები გარდა, აქვს თანდაყოლილი თიაქარი, რომელიც სავარაუდოდ წვრილი ნაწლავის გაუვალობას იწვევს.
როგორც ვვარაუდობდი, არანაირ მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება. ოპერაციაზე საუბარიც სასაცილოა - 1 კვირისაა და გრამებს იწონის, ნარკოზი ვერ გაუკეთდება.
ამ ეტაპზე, სანამ ტკივილს არ განიცდის, ევთანაზიაზე უარი ვთქვი.
ექიმმა გოგრის უმი, დაფქვილი კურკის შერევა მირჩია საკვებში (ჯერ ვერ ვიშოვე), თუმცა ვერანაირ გარანტიებს ვერ მაძლევს.
მგონი, უფრო მე შევეცოდე და ამიტომ ეს ერთი ვარიანტიც შემთავაზა.
თუ არ უშველა, და კუჭის მოქმედება არ დაიწყო, ალბათ ვერ იცოცხლებს.
არა და მცნობს უკვე... რომ წამოტირებს, ხელს მივუტან ახლოს და ჩერდება
ცუდად ვარ ძალიან.
ეხლა უნდა წავიდე ბაზარში, გოგრის უმი კურკების საძებნელად. აფთიაქები გადავაბრუნე და ვერ ვნახე.
ხვალამდე თუ გაქაჩავს, სხვა ექიმსაც ვანახებ.
ეს რა დღეში ვარ........................................