სტერილიზაცია და კასტრაცია ორი სხვადასხვა რამ არის. კასტრაციის დროს ხდება სასქესო ორგანოების ამოკვეთა. სტერილიზაციის დროს ხდება რეპროდუქციული ფუნქციის შეწყვეტა. ანუ, სტერილიზაცია არ იწვევს სერიოზულ ჰორმონალურ დისბალანსს და მისგან გამოწვეულ შესაძლო გართულებებს. გარდა ამისა, იგი ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს.
მაგალითად, დედაჩემს ჰყავს სპანიელი, პატარა ლამაზი გოგონა - დოლლი. მაგრამ საჯიშე ფასეულობას იგი არ წარმოადგენს. ეს არ ნიშნავს, რომ უჯიშო ან დეფექტიანია, პირიქით, ძალიან კარგი ხარისხისაა. მაგრამ მისი სისხლის სპანიელები საქართველოში საჭიროზე მეტია და მათი კიდევ უფრო გამრავლება ჯიშის დეგენერაციის საშიშროებას ქმნის. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ სტერილიზაცია გავუკეთოთ. სწორედ ამ საკითხზე კონსულტაცია მაქვს ხვალ გენა სიმონოვთან. დამიჯერეთ, ეს ყველაზე ჰუმანური და პრაგმატული გამოსავალია.
ცხოველთა პოპულაციის კონტროლის ეს მეთოდი მიღებულა მთელ ცივილიზებულ სამყაროში. იქ უკვე გაიაზრეს, რომ არასასურველი კნუტების და ლეკვების დიდი ნაწილი ან ქუჩაში ხვდება, ან მათ დაბადებისთანავე აძინებენ (ეს უკეთეს შემთხვევაში, თუ არა და გუდავენ), ან თავშესაფარში ამოყოფენ თავს. მხოლოდ ძააალიან მცირე პროცენტს უმართლებს და ოჯახში ცხოვრობენ.
გარდა ამისა, დასავლეთში პასუხისმგებლობით ეკიდებიან სელექციასა და ჯიშიანი ცხოველების მოშენებას. ამიტომ, პროფესიონალების დიდი შრომით გამოყვანილი და ჩვეამდე მოტანილი ესა თუ ის ჯიში ვიღაც შარლატანებმა თავისი უვიცობით რომ არ გადააგვარონ, მომშენებლის ლიცენზიის არმქონე პირებს კანონით ევალებათ ცხოველების სტერილიზაცია.
რათქმაუნდა, შეგიძლიათ მისცეთ აბები (კონტრასექსი და მსგავსი), თუმცა, როგორც აქამდე ითქვა, ყველა ცხოველი მათ ზემოქმედებას ერთნაირად არ ექვემდებარება. ადრე ჩვენც ვაძლევდით კატას, მაგრამ მარცხი მოგვივიდა.... კიდევ არგი, მხოლოდ ერთი კნუტი გააჩინა და კარგ ოჯახში გავაშვილეთ)) გარდა ამისა, ეს პრეპარატები სხვადასხვა მძიმე დაავადებას იწვევს - ამის შესახებ თქვენ რათქმეუნდა არც ერთ ვეტმაღაზიაში არ გაგაფრთხილებენ.
თუ ვინმეს შეკითხვები გაქვთ, ან მეტი გაინტერესებთ ამ თემაზე, დაწერეთ. მე თუ ვერ გიპასუხებთ, იმედი მაქვს, andro_ph დამეხმარება))
* * *
ეს არის ამონარიდი "საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" საიტიდან. წაიკითხეთ ყურადღებით, იქნებ ყოველ ჩვენგანს შეუძლია რომ დახმარება გაუწიოს.
http://www.gspsa.org.ge/index.php?page=shelter"GSPSA – ში არსებობს და ფუნქციონირებს ძაღლების თავშესაფარი. მისი არსებობის მანძილზე 150-მდე ძაღლმა გამოიარა ბინა. ამ რაოდენობის დიდი ნაწილი ნამკურნალები, ვაქცინირებული და მოვლილი ჩაბარდა ახალ მფლობელებსა და ცხოველების მოყვარულ პიროვნებებს. საუბედუროდ გარკვეული (დაახლოებით 30) რაოდენობა დაგვეღუპა რთული ავადმყოფობისა, ვეტერინარული კლინიკის და პროფესიონალი კადრების არარსებობის გამო. ჩვენ რა თქმა უნდა გარკვეულ დახმარებას გვიწევს ზოგიერთი კერძო ვეტერინარული სამსახური, მაგრამ ანაზღაურების გარეშე მათი შეწუხება და მოცდენა უხერხულია და ჩვენთვისაც მიუღებელია. ამიტომ ხშირად იძულებული ვართ მათი კონსულტაციის შემდეგ ჩვენ თვითონ ვუმკურნალოთ ცხოველებს, მაგრამ არაკვალიფიცირებული მკურნალობა ზოგჯერ უფრო ცუდი შედეგით მთავრდება. ამიტომ პირველ რიგში მოსაგვარებელი გვაქვს აღნიშნული საკითხი.
თავსესაფარში ძირითადათ ძაღლები ხვდება თბილისში მომქმედი `ძაღლდამჭერი ბრიგადების` მანქანებიდან, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ძალისმიერი მეთოდებით ვართმევთ. ამ ბრიგადების საქმიანობაზე უფრო ქვემოთ ვისაუბრებთ. ძაღლების გარკვეული რაოდენობა მოგვყავს საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან, სადაც ისინი ლეკვებს ჰყრიან. გარკვეული რაოდენობა შემოდის თავშესაფარში ის ძაღლები, რომლებისაც ეშინიათ და რომ არ მოკლან იძულებული ვხვდებით ჩვერ წამოვიყვანოთ. გარკვეული რაოდენობა, კი დაკარგული ან გამოგდებული ჯიშიანი ძაღლებია, რომლებსაც ვცდილობთ რომ დავუბრუნოთ მფლობელებს. ხოლო გარკვეული რაოდენობა, კი მოხვედრილია მათი უმწეო მდგომარეობის გამო ქუჩიდან.
პრობლემას გვიქმნის საკარანტინე ვოლიერების არარსებობა და ის საკითხები, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ"
******************************************************************
მე პირადად ჩემ თავზე ავიღებდი ერთი-ორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძაღლის მკურნალობის ხარჟებს და ჩემ ვეტერინართან ვატარებდი. მე პირადად ჩემ თავზე ავიღებდი ერთი-ორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ძაღლის მკურნალობის ხარჟებს და ჩემ ვეტერინართან ვატარებდი. იქნებ კიდევ ვინმეს აქვს სურვილი შემომიერთდეს...
შესაძლებელია გავხსნათ ანგარიში, სადაც შესაძებელი იქნება თანხის ჩარიცხვა მობილურის ზარის მეშვეობით, და მოვაგროვოთ თანხა ვოლიერებისთვის. ბიუკეტის 30%-ს მაინც თუ მოვაგროვებთ, მერე რომელიმე დონორისგანაც შესაძლებელი იქნება თანადაფინანსების მიღება.
რას იტყვით?
This post has been edited by marley&me on 18 Dec 2008, 19:33