გუშინ ერთმა კარგმა ახალგაზრდამ - ლუკამ დაგვირეკა და გვთხოვა, რომ თავშესაფარში მიგვეღო ირლანდიური სეტერის 5 თვის ლეკვი. ამ ლეკვის ისტორია ასეთია: ლეკვს პატრონი გარდაეცვალა, ოჯახის სხვა წევრებს ლეკვი გაუგდიათ, თან მაგრად უცემიათ, ვინაიდან ლეკვს არ უნდოდა ქუჩაში. ნაცემი ლეკვი მაინც გამოჩენილა იმ კორპუსთან. ისევ უცემიათ, ქვები დაუშენიათ. ლეკვი მაინც არ შორდებოდა ტერიტორიას. ბავშვებს შეეცოდა თურმე ეს ლეკვი და კორპუსის მიმდებარედ დაუბიათ. ეს ამბავი ლუკამ გაიგო და გუშინ ლეკვი წამოიყვანა მუხიანის დასახლებიდან თავისთან ოჯახში. ლუკას ოჯახში 2 ძაღლის ყოლის საშუალება არ აქვს. მეორე ლეკვი მან რამოდენიმე დღის წინ აიყვანა ქუჩიდან, 2 კვირის და გადაარჩინა.
ჩვენ დღეს მივედით ლუკასთან და ვნახეთ სეტერის ლეკვი. სამწუხაროდ მაშინვე შეგვეპარა ეჭვი, რომ ძაღლი დაავადებული იყო ლეიშმანიოზით, რაც კიდეც დაადგინა შემდგომში ვეტერინარმა. ჩვენ ძაღლი წამოვიყვანეთ, გავატარეთ ვეტერინართან და გადავწყვიტეთ ლეკვის მკურნალობის დაწყება.
ლეკვს დავარქვით ჯულია. ეს არის ირლანდიური სეტერისა და კურცხაარის შეჯვარებით მიღებული ძუ ლეკვი (შეიძლება რამეს კიდეც ვცდებოდე), დაახლოებით 5-6 თვის. საკმაოდ აქტიური და მოსიყვარულე.
აი მისი ფოტოც:

* * *
ჯულია უკვე თავშესაფარშია და უკვე ჩაუტარდა მკურნალობის პირველი მომსახურება.
ჯულიას დასჭირდება 11 ცალი გლუკანტიმი. 1 ამპულის ფასი 8.10 ლარია. ვისაც აქვს შესაძლებლობა იქნებ მოგვეხმაროს და მოგვაწოდოს ეს პრეპარატი, თუნდაც თითო ამპულა.
ჩემი აზრით იცოდნენ პატრონებმა, რომ ამ ძაღლს სჭირდა ეს დაავადება და ქუჩაში გააგდეს.
ძალიან ცუდი რაღაცეები ხდება ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება ასე..... რა ჰქვია ამას?!
* * *
ლეკვი ძალიან უცებ შეგვეჩვია და ჩვენს მომვლელს აჩიკოს დასდევს. ძალიან კარგია. უნდა გადავარჩინოთ! მომეხმარეთ!
* * *
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მეორე ლეკვის მოყვანაც მოგვიწია დღეს თავშესაფარში. ეს არის მეტისი. ეს ლეკვი უცხოელებმა რამოდენიმე დღის წინ ნახეს მცხეთაში სვეტიცხოველის შესასვლელთან. მათ შეეცოდათ, ვინაიდან ლეკვი არის ავად, და სჭირდება მკურნალობა. ჩვენ დღეს ეს ლეკვი წამოვიყვანეთ, მოვაქვიეთ კარანტინში და ხვალ მოხდება ვეტერინარული დამუშავება და მკურნალობის დაწყება. მაგარამ ვინაიდან პრაქტიკულად თავსესაფარი გადაჭედილია და ძალიან ბევრი ცხოველია, მოგვიწევს ამ ლეკვის მცხეთაში მიკედლებულ ტერიტორიაზე გაშვება და იქ სიარული და მკურნალობა - ვაქცინაცია. იმ ტერიტორიაზე არიან ხატებით მოვაჭრეები, ვინც აჭმევს ამ ლეკვებს და მფარველობს.
აი ეს ლეკვიც:
* * *
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სეტერის ლეკვი - ჯულია, რომ გამოჯანმრთელდება, მერე რიგი დადგება ჩვენთან მის ჩუქებაზე.
მერე არ გავაჩუქებ მე მას. არამედ გავყიდი და კარგ ფასსაც დავადებ. ხოლო იმ ფულით სხვა ძაღლებს შევინახავთ და ვუმკურნალებთ.
არავინ არ მომმართოს მე ჯიშიანი ლეკვის ჩუქებაზე, ანუ უფასოდ დათრევაზე. ვისაც ჯიშიანი უნდა ფული უნდა გადაიხადოს და შესაბამისად ნორმალურად შეინახოს ძაღლი. თორემ მერე ხდება ამ "უფასოფ დაადებული" ჯიშიანების ქუჩაში გამოყრა.
This post has been edited by Ralf on 20 Aug 2009, 18:34