ეს ბოლო 10 დღეა, რაც ჩვენი ორგანიზაციის თავშესაფარში რამოდენიმე ძაღლი შემოგვემატა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ყველა გადარჩება.
დღეს კი მოხდა ძალიან შემაშფოთებელი რამ. 2 წლის წინ ერთ ოჯახს ვაჩუქე ჩემი პირადი 9 თვის საუკეთესო კავკასიური ლეკვი - ლორანი. ლორანი გამოგდებული ძაღლის - ბაქუნას შვილია. ბაქუნა სულ რამოდენიმე თვის წინ მომიკვდა, ამაზე მე ფორუმში დავწერე.
ლორანის გაჩუქების მიზეზი იყო ის, რომ მე გავიცანი ოჯახი, რომელსაც 2 ძაღლი მოუკვდათ. გადავწყვიტე ძაღლის ჩუქება. ოჯახის თავკაცს ლორანი მოეწონა. მართალია, მე ძლიერ განვიცადე, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ლორანი მათთვის მეჩუქებინა. ამავე დროს გავითვალისწინე ისიც, რომ ოჯახის წევრები ნორმალურ ხალხს ჰგვანდნენ და დოლიძეზე საკუთარი სახლი და ეზოც ჰქონდათ. მეჩვენა, რომ ჩემზე კარგად მოუვლიდნენ ძაღლს და მეც მექნებოდა საშუალება ხანდახან მენახა ჩემი ლორანი. თავდაპირველად ასეც იყო.
რამოდენიმე დღის წინ დაგვირეკა ქალბატონმა მარინამ და მისვლა გვთხოვა. ლორანი დაგვხვდა უკიდურეს მძიმე სიტუაციაში. იგი დაავადებულია უყურადღებობისა და უჭმელობის გამო. დიდი შეურაცყოფა მომაყენა ამ ქალბატონმა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ ვერ გავიგე ჩემგან რა უნდოდა. დღეს კი დამირეკა და მითხრა, თუ ძაღლს არ მოვაშორებ მას, იგი 1-ლ კლინიკას წააყვანინებს მოსაკლავად. ამ ქალბატონს ავუხსენი, რომ იგი ავადმყოფია სულიერად, მაგრამ მან ეს ვერ გაიგო. სასწრაფოდ გავეშურეთ და ლორანი წამოვიყვანეთ.
* * *
აი დღეს გადაღებული ლორანის ფოტოებიც:

* * *
აი სადამდე შეიძლება მიიყვანოს "ადამიანმა" ეს საწყალი არსება. ეს არის გამოწვეული უყურადღებობით. ვეტერინარული მომსახურების იგნონირებით და არაადამიანობით.
როცა ჯანმრთელად იყო მოწონდათ. თავიანთი უყურადღებობით ძაღლი აქამდე მიიყვანეს და მისი მოკვლაც გადაწყვიტეს...
ეს არის მითიაშვილების ოჯახი. არავინ არ ანდოთ მომავალში მათ ძაღლი.
ლორანი ჩვენთან არის და 2 დღეში დაიწყება ვეტერინარული მკურნალობა.
* * *
Te0"დათუჩას" ველოდებით თავშესაფარში ცხოველთა დაცვის დღეს!
* * *
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეს ფოტოებიც დღეს არის გადაღებული:

მე, ლულუ და გერშა

აჩიკო და პიტბულის 3 ლეკვი.

აჩიკო, სიმბა და ჯული
* * *