ამ ბოლო პერიოდში არ განმითავსებია ჩვენს თავშესაფარში შემოსული ლეკვებისა და ძაღლების ფოტოები. სამწუხაროდ ერთი ლეკვი მოგვიკვდა. ძალიან კარგად იყო, მაგრამ ენტეროვისუსმა ჯანმრთელობა გაუარესა და სულ 2 დღეში მოკვდა. რამოდენიმე ლეკვი შემოვიდა თავშესაფარში. აი მათი ფოტოებიც:
ეს არის ლეკვი, სახელად კიმ, რომელიც ჩვენმა ჰოლანდიელმა მეგობარმა ივომ მოიყვანა თავშესაფარში. ის ძალიან ცუდად იყო, მაგრამ ვეტერინარმა გადაარჩინა. კიმი ძალიან აქტიური ძუ ლეკვია. გაიზრდება პატარა ტანის ძაღლი. აი კიმიც:
* * *
ეს ორი ძუ ლეკვი ჩვენმა საზოგადოების წევრმა თამუნამ დაახლოებით 1,5 თვის წინ გადაარჩია და შემდეგ მიაბარა ერთ-ერთ წარმოებას მათივე თხოვნით.... მაგრამ წინა კვირას შემოუთვალეს, რომ ლეკვები უკან წაეყვანა. თამუნას და აჩიკოს ძალიან მზიმე სურათი დახვდათ: ისინი პირდაპირ არმატურის გორაზე იყვნენ მიბმული, მათ ეტყობოდათ, რომ საკვებსაც არ აძლევდნენ. გუშინ ლეკვები მოვიყვანეთ, დაიბანენ, დამუშავდნენ რწყილებზე. განთავსდნენ ჯერ-ჯერობით ოფისში მუდმივი ყურადღების ქვეშ. ისინი დაშინებულები არიან და საჭიროა მათი ფსიქოლოგიური მომზადება. დრეს უკვე გამოვიდნენ სამალავიდან, უკვე ნელ-ნელა გვეკარებიან სიახლოეს. კარგად იკვებებიან. აი ისინიც: