kobra_95უპატრონო ძაღლები კი არ უნდა მოისპოს, სახლის ძაღლი რომ ლეკვებს დაყრის, მერე ხელს მოკიდებს პატრონი, წაიყვანს და სანაგვეზე დაყრის, აი ეგ უნდა დაისაჯოს შესაბამისად. და კიდევ ადამიანი, რომელიც ძაღლს ქუჩაში გააგდებს.
უპატრონო ძაღლების რაოდენობის შემცივრება ადვილი საქმეა. ცოტა ფინანსები უნდა.
ავიღოთ რომელიმე ქალაქი, სიტყვაზე თბილისი. უნდა მოხდეს ძაღლების დაჭერა, ნაწილის კასტრაცია, აცრა და შემდეგ ისევ ქუჩაში გაშვება, ნაწილის თავშესაფარებში გადანაწილება და ნაწილის მოკვლა. (ოღონდ ჰუმანური გზებით, ვგულისხმობ წამალს და არა ორმოში ჩაგდებას და დენით მოკვლას)
ეს თვითონ ძაღლებზე უნდა იყოს დამოკიდებული, ანუ რომელთაც მეტი შანსი აქვთ იმისა, რომ პატრონი გამოუჩნდეთ, უნდა დატოვონ ცოცხალი.
პლუს კიდევ უნდა დაწესდეს კანონი და მკაცრად გაკონტროლდეს. უპატრონო ძაღლების ასეთი აღრიცხვა/დახარისხება უნდა მოხდეს პერიოდულად.
ასეთ სამუშაოებს თუ ჩაატარებენ, ქალაქში ეს პრობლემა გადაიჭრება.
თუმცა აქ ვის ადარდებს? ვინ გაიმეტებს ფულს ამისთვის? ამათ ურჩევნიათ, აიყვანონ დამტვრეული, ჟანგიანი სატვირთოები, დიდი რკინის გალიებით, იარონ ეზოებში და რკინის ჯოხით შეყარონ ძაღლები, ან ნაწილი ქუჩაში მოკლან. რავი, რეალურად ეს ხდება. არამგონია მსგავსი ევროპის რომელიმე, ნორმალურ ქვეყანაში ხდებოდეს.
პლუს, ცხოველებთან დაკავშირებით კანონები კი გვაქვს, მაგრამ არავინ იცავს.
მოკლედ, თუ სავალალო მდგომარეობაა (არ არის, უწინ იყო) ისევ ადამიანის ბრალია. არ შეიძლება უბრალოდ ადგე და დახოცო ყველა, ამდენი ცხოველი, არაჰუმანურია.
პს. ისე გინებაზე იყო ზემოთ ლაპარაკი. ადამიანები, რომლებიც ეგეთ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ ცხოველების მიმართ, უფრო ხშირად ხვდებიან გინების ობიექტები, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ცხოველებზე ზრუნავენ.
This post has been edited by weasel on 28 Jul 2014, 08:40