გამარჯობათ
იქნებ მომწეროთ სად აკეთებენ ძაღლების სტერილიზაციას კარგად საქართველოში?
წინასწარ დიდი მადლობა
ფეისზე ვეძებდი, ამ გვერდს წავაწყდი , მაგრამ ისეთი შეფასებები აქვთ ამათთან მგონი არ ღირს ცხოველის მიყვანა
https://www.facebook.com/Tbilisi-City-Halls...789619/?fref=nfმე საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ
ამ ცხოველების საცოდაობით დასტრესილი ვბრუნდები. ქუჩებში მანქანა გადავლილი ცხოველების სურათი არ ამომდის კარგი ხანი გონებიდან. ქუჩის მაწანწალა ძაღლების და კატების ნახვა უბრალოდ ძალიან მანადგურებს.
მადლობა ყველა ადამიანს ვინც იცავთ და ზრუნავთ ცხოველებზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არაა.
სანამ უგულო და ჯალათი ადამიანები ასე მრავლად არიან ჩვენს გვერდით , მანამ არ ეშველება ამ საკითხს.
უბრალოდ ან ღმერთის არ ეშინიათ ან საკუთარ თავს ადამიანებს როგორ უწოდებენ , ვინც ასე ტანჯავს ამ ცხოველებს?
რამოდენიმე ადამიანს ვაბარებ ხოლმე უპატრონო ცხოველებს, საჭმლის ფულს ვუტოვებ რომ მიხედონ, მაგრამ როცა ისევ ვბრუნდები ცხოველები მოუვლელები მხვდებიან, ზოგი გაჩუქებული (არ მჯერა რომ კარგ პატრონებზე)
ერთმა 5 ლეკვი გააჩინა , საცოდაობაა როცა ლეკვები ქუჩაში მშივრები ყრიან.
ვეძებ სანდო ვეტერინარს ვინც გულით გაუკეთებს სტერილიზაციას.
ვნახე რამოდენიმე, მაგრამ როცა მანახა თუ სად უნდა გაეკეთა სტერილიზაცია გავოგნდი, იქვე მაღაზიის კუთხეში აკეტებენ.
გთხოვთ მომწეროთ ვინმე კარგი ვეტერინარის მისამართი
ქვეყანას, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს - მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს! (C) კონსტანტინე გამსახურდია