http://www.gspsa.org.ge/ * * *
სამწუხაროა, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი მენტალიტეტის არ არსებობის გამო მტრულად არის განწყობილი ცხოველების მიმართ. ”მაწანწალა” იმიტომ არის, რომ ვერ მოუარე, ვერ შეიკედლე და ვერ უზრუნველყავი მისი გამრავლების შეჩერება. ძალიან სამწუხაროა, რომ აქ ვიღაც ნაძირალები და შეუგნებლები ღადაობენ უსახლკარო ცხოველების ბედზე და დასცინიან კიდეც მათ. უსახლარო ცხოველები რამოდენიმე ჩინოვნიკის საკმაოდ შემოსავლიანი შავი ბიზნესია, ცოფის გავრცელებაც მათი ბიზნესია. თუ ვინმეს რაიმე ღადაობა (კაიფობა) უნდა მაწანწალა ცხოველების ბედზე, შემხვდეს და ვაღადავებ!
თეიმურაზ წიქორიძე 893 322 159
http://www.gspsa.org.ge/ცხოველთა დაცვა, გადარჩენა და მათი უფლებები - III ნაწილიhttp://www.facebook.com/group.php?gid=1425...142590645769435ქვემოთ კოპირებული წერილი, ბოლო წერილია მერიის მისამართით -
http://www.gspsa.org.ge/uploads/attachment...%20Octomber.pdfქ. თბილისის მერიას N 10/10 04.10.2010
ქ. თბილისის საკრებულოს
მ ი მ ა რ თ ვ ა
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან - 4 ოქტომბერთან დაკავშირებით
მინდა გაუწყოთ, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 4 ოქტომბერს აღინიშნება ”ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე” (ცხოველთა მსოფლიო დღე).
გადაწყვეტილება ცხოველთა მსოფლიო დღის (World AnimalDay) აღნიშვნასთან დაკავშირებით მიღებული იქნა 1931 წელს ბუნების დამცველთა საერთაშორისო კონგრესზე ფლორენციაში.
თარიღი - 4 ოქტომბერი შერჩეული იქნა იმ ნიშნით, რომ ეს დღე არის კათოლიკი წმინდანის ფრანცისკ ასსიზსკის გარდაცვალების დღე (Feast Day of St Francis of Assisi, 1181/1182 — 4 ოქტომბერი 1226). ფრანცისკ ასსიზსკი ითვლებოდა ცხოველების დამცველად და მფარველად. ეკლესიები მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ამ დღეს. მსოფლიოს მრავალ ქვეყნებში ცხოველთადამცველების მიერ იმართება აქციები და მანიფესტაციები.
საქართველოში პირველად 4 ოქტომბერი აღინიშნა 2009 წელს ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” მიერ.
ჩვენ - ”საქართველოს ცხოველთა დაცისა და გადარჩენის საზოგადოების” წევრები, აქციის მონაწილეები და ცხოველთადამცველები შეშფოთებული ვარ იმ არასწორი მიდგომისა და პროგრამის გამო, რასაც აწარმოებს ქალაქ თბილისის მერია მიუსაფარი ცხოველთა მიმართებაში. მერიის კონტრაქტორი კომერციული ფირმა ”დებიუტი” 2007 წლიდან დღემდე ეწევა მიუსაფარი ცხოველების პერმანენტულ განადგურებას, ამავე დროს სასტიკი მეთოდებით. ეს კომერციული ორგანიზაცია - ე.წ. 1-ლი ვეტ. კლინიკის სახელწოდებით (და რომელსაც არ აქვს რეალურად არავითარი კლინიკა) ძაღლმკვლელთა კრიმინალური დაჯგუფებაა. ამ ხნის მანძილზე უკვე მათი მხრიდან მოკლულია 50 000 -ზე მეტი ძაღლი. შემაშფოთებელია ეს ფაქტი და საერთაშორისო საზოგადოებისათვის აბსოლიტურად მიუღებელი. ყოველივე ეს კი სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.
აღმაშფოთებელია ქ. თბილისის მერიის მიერ ცხოველთა ე.წ. ვეტერინარულ მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერების ჩატარების მეთოდიკა და მიმართება. რა საკვირველია, რომ ამ ტენდერებში მხოლოდ მონაწილეობას ღებულობს და იმარჯვებს შ.პ.ს. ”დებიუტი” და მისი თავკაცი, ცნობილი ძაღლმკვლელი ნუგზარ ბოლქვაძე. ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის ხარჯვითი ნაწილი ემსახურება ამ პიროვნების გამდიდრებას და ცხოველთა სისასტიკეს. ეჭვს იწვევს ეს გარემოება, რომ ამ სფეროში კორუფცია და აბსოლიტური სიბნელეა.
საქართველო არ არის მიერთებული ცხოველთა უფლებების უზრუნველმყოფ საერთაშორისო კონვენციებსა და სხვა აქტებს. ქვეყნის შიგნით არ არის დარეგულირებული ცხოველთა დაცვისა და სასტიკი მოპყრობის აღმოფხვრის საკითხები, თუ არ ჩავთვლით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლს (აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი ე.წ. „მკვდარი“ მუხლია და მისი გამოყენება არ დაფიქსირებულა, მიუხედავად ცხოველთა მიმართ სისასტიკის მასობრივი ხასიათისა). ცხოველთა დაცვის მიმართულებით არც ადგილობრივ დონეზე იდგმება რაიმე ქმედითი ნაბიჯები. პოპულაციის კონტროლის საბაბით ფაქტობრივად ხორციელდება უპატრონო ცხოველების მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც, საწმუხაროდ, აფინანსებს სახელმწიფო. სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები გამოიყოფა მაწანწალა ცხოველების დაჭერა-დახოცვაზე, რაც, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სრულიად უშედეგო და არაფრის მომცემია (რომ აღარაფერი ვთქვათ ამგვარი ღონისძიებების არაჰუმანურობაზე).
შეშფოთებას იწვევს როგორც მოსახლეობის, ისე სახელისუფლებო ორგანოების დაბალი ცნობიერების დონე ცხოველთა დაცვის საკითხებში. სამწუხაროდ, გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო მასშტაბით შემოიფარგლება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით და რეალურად არ ემსახურება ცნობიერებისა და შეგნების ამაღლებას. არც სხვა რაიმე ნაბიჯები იდგმება უპატრონო ცხოველების პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სადაც არაორაზროვნადაა მითითებული საქართველოში არსებული მეთოდების განახლებისა და ცვლილების საჭიროება. უფრო მეტიც, საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით უყურადღებოდ რჩება.
სამწუხაროა, რომ ქ. თბილისის საკრებულო ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული აქტების მომზადებას ცხოველთა პოპულაციისა და საერთაშორისო ჰუმანური წესების დასამკვიდრებლად. ამ აქტების არ არსებობის გამო კი ქალაქის მერია თავისი კონტრაქტორი ფირმის მეშვეობით ხოცავს და ანადგურებს სულიერ არსებებს.
ჩვენ, ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება”, ასევე ცხოველისდამცველთა დიდი ნაწილი უკიდურეს პროტესტს გამოვთქვამთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასწორი პროგრამებისა და მისი კონტრაქტორი ფირმის მიერ უსასტიკესი მეთოდებით ცხოველთა დაჭერის და განადგურების გამო.
მოგიწოდებთ, რომ შეწყვიტოთ ცხოველთა მიმართ სისასტიკე და პერმანენტული განადგურება. ვიმედოვნებთ, რომ გაგებით მოეკიდებით აღნიშნულს და 2010 წლის 4 ოქტომბრიდან აღარ დაუშვებთ ძაღლმკვლელი კონტრაქტორი ფირმების ბრიგადების პარპაშს, ცხოველებისადმი სისასტიკეს და განადგურებას, აგრეთვე იმოქმედებთ საერთაშორისო კანონებით და ჰუმანური მეთოდების გამოყენებით.
თეიმურაზ წიქორიძე
კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” - GSPSA
p.s.
მიმართვა წაკითხული და მიღებული იქნა 2010 წლის 4 ოქტომბერს ქ. თბილისში ჩატარებულ აქციაზე და იგი გავრცელდება ელექტრონული საშუალებებით ქართულ და ინგლისურ ენაზე.