დღეს სამი კნუტი გავაჩუქე სანდო ხელებში,ორი თვენახევრის,და-ძმა და ერთი 4თვის.
თან მიხარია, თან გული მიკვდება. ვიტირე კიდეც , ისე დამწყდა გული იმ 4თვის კნუტზე,
შეჩვეული ვიყავი უკვე. თან ჩემი ხელით წავუყვანე ნათესავს.
გზაში გული უფეთქავდა და სახლში რომ მივიყვანე იმდენი ვეფერეთ,
რომ კრუტუნი დაიწყო. მგონი მიეჩვევა..
არა რაა, გასაჩუქებელი კნუტები არ უნდა მივიჩვიო...

აი ისიც, რა ალერსიანი იყო, სულ ფეხებზე მეალერსებოდა...

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ახლა მის დედას 4შეეძინა.
გული კი მომიკვდა, მაგრამ იმედია გადამივლის.თან ხშირად მოვინახულებ,ჩემთან
ახლოს იცხოვრებს, პარალელურ ქუჩაზე.
მართლა ძნელი ყოფილა გაჩუქება,ბატონი თემურის არ იყოს...
This post has been edited by maribuka on 14 Sep 2009, 23:45